2025 წლის 7 სექტემბრიდან ტრენინგების V ეტაპი იწყება იმ საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის, რომლებიც კენჭისყრის პროცესს წარმართავენ საარჩევნო ელექტრონული აპარატების გამოყენებით.
სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული კონცეფციის შესაბამისად, აღნიშნული წარმოადგენს ფინალურ ეტაპს, რომელიც საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების (კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, მდივანი) ინტენსიურ პრაქტიკულ სწავლებას დაეთმობა.
სპეციალიზებული პროგრამის ფარგლებში მონაწილეები განიმტკიცებენ კენჭისყრის პროცესების მართვის პრაქტიკულ უნარებს და ცოდნას მანდატს მიკუთვნებულ შემდეგ ძირითად საკითხებზე: კენჭისყრის მიმდინარეობისას პროცედურული რისკების პრევენცია და მართვა; კენჭისყრის დღის განცხადებებზე/საჩივრებზე რეაგირება; კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების შედგენა.
V ეტაპის ტრენინგები 2025 წლის 7-14 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში გაიმართება. გრაფიკები ხელმისაწვდომია ბმულზე. ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, ინფორმაცია აისახება დაუყოვნებლივ.
სატრენინგო კონცეფციის მიხედვით, გათვალისწინებულია დამატებითი ეტაპის ტრენინგების კომპონენტი საუბნო საარჩევნო კომისიების იმ ხელმძღვანელი პირებისა და წევრებისთვის, რომლებიც არ დაესწრნენ ტრენინგების განვლილ ეტაპებს, ან შეიცვალნენ ტრენინგის მიმდინარეობისას.