საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

2025 წლის 4 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის შემუშავებული საინფორმაციო-სასწავლო რესურსები

04.09.2025
ბეჭდვა

როგორც ცნობილია, 4 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები მუნიციპალიტეტების საკრებულოების წევრებს და თვითმმართველი ქალაქების/თემების მერებს აირჩევენ. ქვეყნის მასშტაბით გახსნილი საარჩევნო უბნებიდან 2284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 767 უბანზე ტრადიციული წესით გაიმართება.

არჩევნების ჩატარების პროცედურული სპეციფიკების გათვალისწინებით, ცესკომ და სწავლების ცენტრმა პროფილურად მოამზადა სხვადასხვა სახის საინფორმაციო-სასწავლო რესურსი, რომელშიც დეტალურად ჩაიშალა საარჩევნო ადმინისტრატორების და საარჩევნო უბნებზე ყოფნის უფლების მქონე პირების უფლებრივი მდგომარეობა, ეთიკის სტანდარტები და საქმიანობის განხორციელების პრაქტიკული ასპექტები. აღნიშნული ემსახურება კენჭისყრის პროცესის ორგანიზებულად წარმართვის ხელშეწყობას და ცნობიერების განმტკიცებას ამომრჩევლის ინტერესზე ორიენტირებით პროფესიონალური თანამშრომლობის მნიშვნელობის საკითხზე.

არჩევნებისთვის მომზადებული საინფორმაციო-სასწავლო რესურსი მოიცავს შემდეგს:

  • საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია

(მოიცავს ინფორმაციას საოლქო საარჩევნო კომისიის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე - როგორც ელექტრონული საშუალებების გამოყენებით, ისე ელექტრონული საშუალებების გამოყენების გარეშე არჩევნების ჩატარების უზრუნველსაყოფად)

  • საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციები

(განკუთვნილია საარჩევნო უბნებისთვის, სადაც კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ან მათი გამოყენების გარეშე წარიმართება)

  • საუბნო საარჩევნო კომისიების სამახსოვრო ინსტრუქციები

(წარმოადგენს დამხმარე რესურსს, მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირებს და წევრებს კენჭისყრის დღეს განსახორციელებელი ფუნქციების შესაბამისად საქმიანობა წარმართონ ორგანიზებულად და თანმიმდევრულად)

  • საინფორმაციო ინსტრუქცია არჩევნების უსაფრთხოება

(მოიცავს მითითებებს საარჩევნო კომისიებისთვის საარჩევნო პროცესის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გასატარებელი  პრევენციული ღონისძიებებისა და რეაგირების მექანიზმების შესახებ)

  • საინფორმაციო ინსტრუქცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩეველთა არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის ხელშეწყობის შესახებ

საინფორმაციო-სასწავლო რესურსი ხელმისაწვდომია ბმულზე. საარჩევნო კომისიებს აღნიშნული სასარგებლო მასალა აგრეთვე მიეწოდებათ მატერიალური ფორმით, კენჭისყრის დღეს ფუნქციების ეფექტიანად განხორციელების ხელშეწყობის მიზნებისთვის. საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელო და სამახსოვრო ინსტრუქციები თარგმნილია ეთნიკური უმცირესობების ენებზე (სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე).

ინკლუზიური საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად, დამატებითი რესურსის სახით ცესკო და სწავლების ცენტრი დაინტერესებულ პირებს სთავაზობს დისტანციურ სასწავლო კურსს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩეველთა არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის ხელშეწყობა“. პლატფორმა დროსა და სივრცეში შეუზღუდავად იძლევა თემატურ ინფორმაციაზე წვდომის საშუალებას. კურსის ფარგლებში განხილულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორიცაა: შშმ ამომრჩევლებთან საუბრის ეტიკეტი, ქცევის ნორმები და მათი არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის ხელშეწყობისთვის დანერგილი სერვისები. ელექტრონულ სასწავლო პროგრამაში ინტეგრირებული ტექსტური დავალებების ბლოკი ქმნის ცოდნის გადამოწმების დამატებით შესაძლებლობას. ტესტირების პროცესის წარმატებით გავლის შემდგომ მომხმარებელი იღებს ელექტრონულ სერტიფიკატს.

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia