საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

IV ეტაპის ტრენინგები საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის, რომლებიც კენჭისყრის პროცესს წარმართავენ ელექტრონული აპარატების გამოყენებით

29.08.2025
ბეჭდვა

ცესკო და სწავლების ცენტრი მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების ტრენინგების ციკლს აგრძელებს.

2025 წლის 30 აგვისტოდან ტრენინგების IV ეტაპი იწყება იმ საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის, რომლებიც კენჭისყრის პროცესს წარმართავენ საარჩევნო ელექტრონული აპარატების გამოყენებით. გადამზადების აღნიშნულ ეტაპზე სამიზნე აუდიტორიას საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირები (კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე) და წევრები წარმოადგენენ.

სწავლების ცენტრის ტრენერები მონაწილეებს მიაწვდიან დეტალურ ინფორმაციას არჩევნების ადმინისტრირების პროცესში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების როლისა და უფლებამოსილებების შესახებ. განიხილება შემდეგი ძირითადი ასპექტები:

  • არჩევნებში ამომრჩევლის მონაწილეობის საკითხი (არჩევითი ორგანოები; საარჩევნო ბიულეტენის სტრუქტურა; ამომრჩევლისთვის გასაცემი სპეციალური ჩარჩო-კონვერტის სახეობა; ვერიფიკაციის აპარატებში ჩატვირთული ამომრჩეველთა სია და მის საფუძველზე შესაბამისი სახეობის არჩევნებში ამომრჩევლის მონაწილეობის საკითხის განსაზღვრა);
  • საუბნო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილების ვადა;
  • საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობის პროცესში გასათვალისწინებელი პროფესიული სტანდარტები (კანონიერების, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის, პროფესიონალიზმის პრინციპები, ეთიკა);
  • ამომრჩევლისთვის სერვისის უზრუნველსაყოფად კომისიის წევრების მიერ კენჭისყრის დღეს შესასრულებელი ფუნქციების განაწილების წესი და კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მიერ ფუნქციების შესრულების ტექნიკა (ნაკადის მომწესრიგებლის, რეგისტრატორის, ხმის დათვლის ელექტრონული აპარატის ზედამხედველი კომისიის წევრების ფუნქციები, გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრების/სპეცჯგუფის წევრების მიერ განსახორციელებელი ფუნქციები);
  • საარჩევნო უბანზე საარჩევნო ბიულეტენების დახარისხების პროცედურა (საარჩევნო ბიულეტენების ნამდვილობის/ბათილობის საფუძვლები და მათი გათვალისწინებით საარჩევნო ბიულეტენების დახარისხების წესი, თანმიმდევრობა საარჩევნო ბიულეტენზე არსებული სვეტების მიხედვით (პროპორციული, მერი, მაჟორიტარული);
  • ხმის დათვლის პროცესში დამკვირვებლებისგან გამოვლენილი მეთვალყურეების, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების ჩართულობის უზრუნველყოფა და მათ მიერ განსახორციელებელი დაკვირვების ფარგლები;
  • საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში მონაცემების შეტანამდე გასათვალისწინებელი ასპექტები.

ტრენინგები პრაქტიკულ სწავლებაზე დაფუძნებით წარიმართება, მონაწილეები განახორციელებენ ეპიზოდურ ინსცენირებებს, მათ შორის საარჩევნო ბიულეტენების დახარისხება-დათვლის პროცესის მოდელირებას. მონაწილეები, ასევე გაეცნობიან კენჭისყრის დღეს კომისიის წევრების მიერ ფუნქციების შესრულების პროცეში შესაძლო პროცედურული რისკების პრევენციიისა და მართვის სტრატეგიებს. 

ამასთან,  სატრენინგო პროგრამა ითვალისწინებს კომისიის ხელმძღვანელი პირების შეფასებას საარჩევნო ელექტრონული აპარატების დამოუკიდებლად მართვის კომპონენტში (საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის თავმჯდომარის მოადგილე დამოუკიდებლად მოახდენენ საარჩევნო ელექტრონული საშუალებების მართვის დემონსტრირებას).

სატრენინგო კონცეფციის შესაბამისად, I – III ეტაპის ტრენინგები 2025 წლის 21 აგვისტოდან 26 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში განხორციელდა. დეტალური სტატისტიკა ხელმისაწვდომია ბმულზე.

სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული ტრენერები IV ეტაპის ტრენინგების ჩატარებას უზრუნველყოფენ 2025 წლის 30 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში. გრაფიკები ხელმისაწვდომია ბმულზე. ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, ინფორმაცია აისახება დაუყოვნებლივ.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia