საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

დისტანციური კურსი „საარჩევნო კამპანია და ადმინისტრაციული რესურსი - საარჩევნო პროცესებში ადმინისტრაციული რესურსის არამართლზომიერად გამოყენების პრევენცია და რეაგირება დარღვევებზე“

22.08.2025
ბეჭდვა

მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის სამოქალაქო საარჩევნო ცნობიერების განმტკიცებაზე ორიენტირებული პროექტების განხორციელება გრძელდება.  

მიმდინარე ეტაპზე, ცესკომ და სწავლების ცენტრმა განაახლა საჯარო მოსამსახურეებისთვის განკუთვნილი საინფორმაციო-სასწავლო კურსი, რომელიც ითვალისწინებს საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას საჯარო უწყებებში ადმინისტრაციული რესურსებისა და თანამდებობრივი/სამსახურებრივი  მდგომარეობის არამართლზომიერად გამოყენების პრევენციის მიზნებისთვის ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას. 

საინფორმაციო-სასწავლო კურსი დისტანციურ ფორმატშია მომზადებული, განთავსებულია ცესკოს და სწავლების ცენტრის ვებგვერდებზე ინტეგრირებულ ელექტრონულ სასწავლო პლატფორმაზე https://electiontraining.cec.gov.ge/.

აღნიშნული რესურსი საჯარო მოსამსახურეებს, ასევე, სხვა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, დროსა და სივრცეში შეუზღუდავად ანიჭებს თემატურ ინფორმაციაზე წვდომის შესაძლებლობას. კურსში განხილულია შემდეგი ძირითადი მოდულები:

  • საჯარო მოსამსახურეების როლი არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების პროცესში;
  • საჯარო მოსამსახურის უფლებრივი მდგომარეობა საარჩევნო პროცესებში;
  • საჯარო მოსამსახურის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციის წარმოება, აგიტაციაში მონაწილეობა - დაშვებები და შეზღუდვები;
  • საარჩევნო პროცესში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება - დაშვებები და შეზღუდვები;
  • საერთაშორისო სტანდარტები საარჩევნო პროცესში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შეზღუდვებთან დაკავშირებით;
  • საარჩევნო პროცესში ადმინისტრაციული რესურსის არამართლზომიერად გამოყენების პრევენცია და დარღვევებზე რეაგირება.

ელექტრონულ სასწავლო პროგრამაში ინტეგრირებული ტექსტური დავალებების ბლოკი ქმნის თემატურ საარჩევნო საკითხებზე ცოდნის გადამოწმების დამატებით რესურსს. ტესტირების პროცესის წარმატებით გავლის შემდგომ მომხმარებელი იღებს ელექტრონულ სერტიფიკატს.

საჯარო მოსამსახურეების საინფორმაციო-სასწავლო პროგრამაში ჩართულობისა და სასწავლო რესურსის შესახებ ინფორმაციის სახელმწიფო უწყებებში, ცენტრალურ და მუნიციპალურ დონეზე, დაყვანის ხელშეწყობის მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიასთან თანამშრომლობს.

ცესკოს ინიციირებით ზემოაღნიშნულ პროექტს საფუძველი ჩაეყარა 2020 წელს, საჯარო სამსახურის ბიუროს, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის მხარდაჭერით. აღსანიშნავია, რომ საჯარო მოსამსახურეების მაღალი ინტერესის პირობებში, 2020-2024 წლებში, სასწავლო პროგრამაში მონაწილეობა 30 000-ზე მეტმა პირმა მიიღო.

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia