საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

2025 წლის 8 მაისს გამოცხადებული სასერტიფიკაციო გამოცდა

17.06.2025
ბეჭდვა

ცესკომ და სწავლების ცენტრმა 2025 წლის 2-13 ივნისის პერიოდში სერტიფიცირების გამოცდების ციკლი განახორციელა.

მოქალაქეთა სერვისზე ორიენტირებით, გამოცდების ჩატარების ფართო არეალმა მოიცვა 34 მუნიციპალიტეტი, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული მუნიციპალიტეტები. საგამოცდო არეალში მოქმედებდა 37 საგამოცდო ცენტრი (თბილისი - 4 ლოკაცია, გურჯაანი, სიღნაღი, თელავი, რუსთავი, მარნეული, გარდაბანი, ბოლნისი, თეთრიწყარო, მცხეთა, დუშეთი, გორი, ბორჯომი, ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა, საჩხერე, ზესტაფონი, ბაღდათი, ტყიბული, წყალტუბო, ქუთაისი, ამბროლაური, ცაგერი, სენაკი, ზუგდიდი, ხობი, ფოთი, მესტია, ოზურგეთი, ბათუმი, ქობულეთი, დაბა შუახევი და ხულო).

სწავლების ცენტრმა უზრუნველყო სერტიფიცირების სამი ტიპის გამოცდის ადმინისტრირება:

ა) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა გამოცდა: დარეგისტრირდა - 640 მოქალაქე; გამოცხადდა - 456 მოქალაქე; გამოცხადებულთაგან სერტიფიკატი მიიღო - 381 მოქალაქემ, 84% (ქალი-273; კაცი-108).

ბ) საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა გამოცდა: დარეგისტრირდა - 2705 მოქალაქე; გამოცხადდა - 2099 მოქალაქე; გამოცხადებულთაგან სერტიფიკატი მიიღო - 2057 მოქალაქემ, 98% (ქალი-1713; კაცი-344).

გ) საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა გამოცდა: დარეგისტრირდა - 2227 მოქალაქე; გამოცხადდა - 1618 მოქალაქე; გამოცხადებულთაგან სერტიფიკატი მიიღო - 1603 მოქალაქემ, 99% (ქალი-1351; კაცი-252).

ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა გამოცდა, საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა და წევრთა გამოცდები ასევე ჩატარდა სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ნათარგმნი საგამოცდო ტესტების გამოყენებით.

სომხურ ენაზე ნათარგმნი ტესტების გამოყენებით სერტიფიცირების გამოცდების ჩაბარების სტატისტიკა:

  • საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა გამოცდა - ჩააბარა ორმა მოქალაქემ (გამოცდაზე სერტიფიცირებულ პირთაგან5%).
  • საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა გამოცდა - ჩააბარა 17-მამოქალაქემ (გამოცდაზე სერტიფიცირებულ პირთაგან8%).
  • საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა გამოცდა - ჩააბარა 28მოქალაქემ (გამოცდაზე სერტიფიცირებულ პირთაგან7%).

აზერბაიჯანულ ენაზე ნათარგმნი ტესტების გამოყენებით სერტიფიცირების გამოცდის ჩაბარების სტატისტიკა:

  • საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა გამოცდა - ჩააბარა ერთმა მოქალაქემ (გამოცდაზე სერტიფიცირებულ პირთაგან04%).

მოქალაქეებისთვის სიახლის სახით ცესკომ და სწავლების ცენტრმა შეიმუშავა სერტიფიცირების იმიტირებული გამოცდის დისტანციური პლატფორმა. დაინტერესებულ პირებს ჰქონდათ შესაძლებლობა, გამოცდებისთვის მომზადების მიზნით, დროსა და სივრცეში შეუზღუდავად ესარგებლათ პლატფორმით, რომლის პროგრამული ვიზუალი ემთხვევა რეალური გამოცდის ფორმატს.

სერტიფიცირების გამოცდები საარჩევნო ადმინისტრაციის ინსტიტუციური გაძლიერების სტრატეგიულ პრიორიტეტს ეხმიანება, ხელს უწყობს საქართველოს მოქალაქის საარჩევნო კანონმდებლობის ცოდნის დადგენას, შემდგომში საარჩევნო ადმინისტრაციის მაღალკვალიფიციური მოხელეების შერჩევის ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად.

  • მიმდინარე გამოცდა
  • დასრულებული გამოცდა
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia