ცესკომ და სწავლების ცენტრმა 2025 წლის 2-13 ივნისის პერიოდში სერტიფიცირების გამოცდების ციკლი განახორციელა.
მოქალაქეთა სერვისზე ორიენტირებით, გამოცდების ჩატარების ფართო არეალმა მოიცვა 34 მუნიციპალიტეტი, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული მუნიციპალიტეტები. საგამოცდო არეალში მოქმედებდა 37 საგამოცდო ცენტრი (თბილისი - 4 ლოკაცია, გურჯაანი, სიღნაღი, თელავი, რუსთავი, მარნეული, გარდაბანი, ბოლნისი, თეთრიწყარო, მცხეთა, დუშეთი, გორი, ბორჯომი, ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა, საჩხერე, ზესტაფონი, ბაღდათი, ტყიბული, წყალტუბო, ქუთაისი, ამბროლაური, ცაგერი, სენაკი, ზუგდიდი, ხობი, ფოთი, მესტია, ოზურგეთი, ბათუმი, ქობულეთი, დაბა შუახევი და ხულო).
სწავლების ცენტრმა უზრუნველყო სერტიფიცირების სამი ტიპის გამოცდის ადმინისტრირება:
ა) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა გამოცდა: დარეგისტრირდა - 640 მოქალაქე; გამოცხადდა - 456 მოქალაქე; გამოცხადებულთაგან სერტიფიკატი მიიღო - 381 მოქალაქემ, 84% (ქალი-273; კაცი-108).
ბ) საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა გამოცდა: დარეგისტრირდა - 2705 მოქალაქე; გამოცხადდა - 2099 მოქალაქე; გამოცხადებულთაგან სერტიფიკატი მიიღო - 2057 მოქალაქემ, 98% (ქალი-1713; კაცი-344).
გ) საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა გამოცდა: დარეგისტრირდა - 2227 მოქალაქე; გამოცხადდა - 1618 მოქალაქე; გამოცხადებულთაგან სერტიფიკატი მიიღო - 1603 მოქალაქემ, 99% (ქალი-1351; კაცი-252).
ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა გამოცდა, საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა და წევრთა გამოცდები ასევე ჩატარდა სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ნათარგმნი საგამოცდო ტესტების გამოყენებით.
სომხურ ენაზე ნათარგმნი ტესტების გამოყენებით სერტიფიცირების გამოცდების ჩაბარების სტატისტიკა:
აზერბაიჯანულ ენაზე ნათარგმნი ტესტების გამოყენებით სერტიფიცირების გამოცდის ჩაბარების სტატისტიკა:
მოქალაქეებისთვის სიახლის სახით ცესკომ და სწავლების ცენტრმა შეიმუშავა სერტიფიცირების იმიტირებული გამოცდის დისტანციური პლატფორმა. დაინტერესებულ პირებს ჰქონდათ შესაძლებლობა, გამოცდებისთვის მომზადების მიზნით, დროსა და სივრცეში შეუზღუდავად ესარგებლათ პლატფორმით, რომლის პროგრამული ვიზუალი ემთხვევა რეალური გამოცდის ფორმატს.
სერტიფიცირების გამოცდები საარჩევნო ადმინისტრაციის ინსტიტუციური გაძლიერების სტრატეგიულ პრიორიტეტს ეხმიანება, ხელს უწყობს საქართველოს მოქალაქის საარჩევნო კანონმდებლობის ცოდნის დადგენას, შემდგომში საარჩევნო ადმინისტრაციის მაღალკვალიფიციური მოხელეების შერჩევის ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად.