საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

დაიწყო მასშტაბური სასწავლო პროექტი „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები - საუბნო საარჩევნო კომისიების პოტენციური წევრებისთვის“

14.05.2025
ბეჭდვა

2025 წლის 13 მაისიდან, ცესკომ და სწავლების ცენტრმა სასწავლო პროექტის „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები“ იმპლემენტაცია დაიწყო.

პროექტის განხორციელების არეალი მასშტაბურია, ტარდება საქართველოს 64-ვე მუნიციპალიტეტში. მასში მონაწილეობის მისაღებად 11 500-მდე მოქალაქე დარეგისტრირდა.

სასწავლო პროგრამა მიზნად ისახავს საუბნო საარჩევნო კომისიების პოტენციური საკადრო რესურსის გადამზადებას, შემდგომში საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ კვალიფიციური საარჩევნო ადმინისტრატორების შერჩევის ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად. კურსის ძირითად მიმართულებას არჩევნების მოდერნიზაციის ტენდენციების განხილვა და საარჩევნო ელექტრონული აპარატების გამოყენებით კენჭისყრის პროცესის ადმინისტრირების პრაქტიკული სწავლება წარმოადგენს.

კურსი თეორიული და პრაქტიკული სწავლების მეთოდოლოგიაზე დაფუძნებით პირისპირ ფორმატში ხორციელდება. მონაწილეები, ამომრჩევლის სერვისზე ორიენტირებით, დეტალურად ეცნობიან საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობის პრაქტიკულ ასპექტებს, მათ შორის, სატრენინგო რეჟიმში განახორციელებენ ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატების, ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატების და კანონმდებლობით განსაზღვრული მონაცემების გადაცემისთვის განკუთვნილი პლანშეტური კომპიუტერების მართვას. ამასთან, მუნიციპალიტეტების ორგანოთა არჩევნების პროცედურული სპეციფიკის გათვალისწინებით, საარჩევნო ბიულეტენების დათვლის და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების შედგენის პროცესის პრაქტიკაში ტრანსფორმაციის მიზნით, მონაწილეების უშუალო ჩართულობით ტარდება აღნიშნული პროცედურების მოდელირება. სრული კურსის გავლის შემთხვევაში გაიცემა სერტიფიკატი.

პროექტი „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები“ 2025 წლის 13-29 მაისის პერიოდში განხორციელდება. სასწავლო კურსის ჩატარებას სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული 231 ტრენერი უზრუნველყოფს.

ვიდეო გალერეა

სასწავლო პროექტი „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები" - 2025

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
ივნისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
16
17
1819202122
23242526272829
30      
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia