ცესკო და სწავლების ცენტრი უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ სხვადასხვა ფორმატის ინოვაციური პროექტების განხორციელებას საარჩევნო განათლების მიმართულებით.
ახალი ინიციატივის ფარგლებში, ცესკომ და სწავლების ცენტრმა შეიმუშავეს სერტიფიცირების იმიტირებული გამოცდის ელექტრონული პლატფორმა, რომლის მიზანია სერტიფიცირების გამოცდებისთვის მზადების ხელშეწყობა და დაინტერესებული პირების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის ცოდნის გადამოწმება.
იმიტირებული გამოცდის ელექტრონული პლატფორმა მომხმარებელს ანიჭებს შესაძლებლობას, დროსა და სივრცეში შეუზღუდავად ეწვიოს პროგრამას და გაიაროს შესაბამისი ტესტური დავალებები. პლატფორმის პროგრამული ვიზუალი ემთხვევა რეალური გამოცდის ფორმატს. იმიტირებულ გამოცდაზე გამოიყენება რეალური გამოცდისთვის განკუთვნილი ტესტები, მათ შორის, ნათარგმნი აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. ტესტების გასაცნობად/გადმოსაწერად ელექტრონულ პლატფორმაზე განთავსებულია ბლოკი „ტესტები“.
დაინტერესებულ პირებს პლატფორმაზე შეუძლიათ შეარჩიონ მათთვის სასურველი იმიტირებული სერტიფიცირების გამოცდა, კატეგორიების შესაბამისად:
იმიტირებული გამოცდის ჩასაბარებლად განსაზღვრულია 1 საათი. პლატფორმა ავტომატურად, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით, აგენერირებს 24 ტესტს. თითოეულ ტესტს აქვს ოთხი სავარაუდო პასუხი, მათგან მომხმარებელმა უნდა აირჩიოს და დააფიქსიროს მხოლოდ ერთი პასუხი. თითოეულ ტესტზე სწორი პასუხი ფასდება - 1 ქულით, არასწორი პასუხი - 0 ქულით. იმიტირებული გამოცდის წარმატებით გასავლელად, მომხმარებელმა 24 ტესტიდან სწორად უნდა გასცეს პასუხი 15 ტესტს.
სასწავლო მიზნებისთვის, იმიტირებული გამოცდის დასრულებისას მომხმარებელს შეუძლია პროგრამაში გაეცნოს იმიტირებული გამოცდის შედეგს და მიიღოს ინფორმაცია ტესტებზე, რომლებსაც არასწორად გასცა პასუხი ან დარჩა პასუხგაუცემელი.
იმიტირებული გამოცდის გასავლელად ეწვიეთ ცესკოს და სწავლების ცენტრის ვებგვერდზე განთავსებული ბანერს „სერტიფიცირების პლატფორმა“.