საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საარჩევნო სამოქალაქო განათლების მიმართულებით სკოლების პედაგოგებთან პარტნიორობა გრძელდება

18.02.2025
ბეჭდვა

ცესკო და სწავლების ცენტრი ახალგაზრდების საარჩევნო სამოქალაქო განათლების სტრატეგიის ქოლგის ქვეშ სხვადასხვა ფორმატის საინფორმაციო-საკომუნიკაციო პლატფორმას იყენებს. აღნიშნული ამოცანის წარმატებულად განხორციელების მიზნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაცია მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს პარტნიორობის გაძლიერებას სასწავლო უწყებებთან.

საარჩევნო განათლების მიმართულებით ინიციირებულ პროექტებს შორის აღსანიშნავია სპეციალიზებული საინფორმაციო-სასწავლო პროგრამა, რომელიც სწავლების ცენტრმა საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის შეიმუშავა. პირველად პროექტის „დემოკრატიული არჩევნები და საარჩევნო გარემო“ იმპლემენტაცია, საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, 2024 წელს განხორციელდა. პილოტურ რეჟიმში ჩატარებულ საინფორმაციო-სასწავლო პროგრამაში მონაწილეობა 22 მუნიციპალიტეტში განლაგებული 473 საჯარო სკოლის 478-მა პედაგოგმა მიიღო. პროგრამა ბენეფიციართა მხრიდან დადებითად შეფასდა.

წელს დაგეგმილია პროექტის განგრძობითი განხორციელება, რომლის ფარგლებშიც სწავლების ცენტრის თანამშრომლები საარჩევნო სასწავლო მოდულზე გამოცდილებას გაუზიარებენ 23 მუნიციპალიტეტში მოქმედი 500-მდე საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგებს (განხორციელების არეალი მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებს მოიცავს).

სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული სასწავლო პროგრამის ფარგლებში პედაგოგები გაეცნობიან შემდეგ ძირითად საკითხებს: ამომრჩევლის როლის მნიშვნელობა და პოლიტიკური კულტურის ასპექტები; დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პრინციპები და საერთაშორისო სტანდარტები; არჩევნების მოდერნიზაციის ტენდენციები და ხმის მიცემის პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენება; ამომრჩევლის საარჩევნო უფლების რეალიზება, ფარულობა და დაცულობა კენჭისყრის პროცესში; ინკლუზიური საარჩევნო გარემო; საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ამომრჩევლებისთვის შეთავაზებული საარჩევნო სერვისები.

პროექტის განხორციელების მომდევნო ფაზა ითვალისწინებს არჩევნების შესახებ მომზადებული სასწავლო მოდულის სკოლების საგაკვეთილო პროცესში ინტეგრირებას და მოსწავლეებისთვის სიახლეების გაზიარებას, მათი საარჩევნო ცნობიერების ამაღლებისა და ინფორმირებულ ამომრჩევლებად ჩამოყალიბების ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად. ამ მიზნებისთვის მასწავლებლებს გადაეცემათ სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული დამატებითი რესურსი, რომელიც მოიცავს განსახილველ საარჩევნო თემატიკას, თემის განვრცობისთვის განკუთვნილ საკითხავ მასალას, პრაქტიკული სავარჯიშოებს და სარეკომენდაციო მითითებებს ჩატარების მეთოდოლოგიის შესახებ.

სკოლების პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრები, 2025 წლის 17 თებერვლიდან 7 მარტის ჩათვლით პერიოდში, პროექტის განხორციელების არეალის მიხედვით მოქმედ საგანმანათლებლო რესურსცენტრებში ჩატარდება.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia