საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

სწავლების ცენტრმა ელექტრონული საინფორმაციო-სასწავლო პროგრამა „საარჩევნო უბანზე აპარატების გამოყენებით ხმის მიცემის პროცედურა“ შეიმუშავა

21.10.2024
ბეჭდვა

საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის, სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა ელექტრონული საინფორმაციო-სასწავლო პროგრამა „საარჩევნო უბანზე ელექტრონული აპარატების გამოყენებით ხმის მიცემის პროცედურა“ შეიმუშავა.

აღნიშნული წარმოადგენს დამატებით რესურსს საარჩევნო რეფორმით გათვალისწინებულ ტექნოლოგიურ სიახლეებთან ადაპტაციის ხელშეწყობის მიზნით. განკუთვნილია  საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის.   

პლატფორმა მომხმარებლებს ანიჭებს შესაძლებლობას, დროსა და სივრცეში შეუზღუდავად, ეწვიონ საინფორმაციო-სასწავლო პროგრამას და კენჭისყრის დღემდე განიმტკიცონ მიღებული ცოდნა ელექტრონული აპარატების გამოყენებით ამომრჩევლებისთვის კვალიფიციური სერვისის მიწოდების საკითხებზე.   

სიახლეებზე ორიენტირებით, პროგრამაში აქცენტირებულად შემდეგი საკითხებია განხილული:

  • როგორ ემზადება საუბნო საარჩევნო კომისია კენჭისყრის დღეს და როგორ წარიმართება ვერიფიკაციის აპარატების, ხმის დათვლის ელექტრონული აპარატების გააქტიურების პროცედურა კენჭისყრის პროცესის დასაწყებად;
  • რა სტანდარტების დაცვით ემსახურება საუბნო საარჩევნო კომისია ამომრჩეველს და როგორ მიმდინარეობს საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურა ელექტრონული აპარატების გამოყენებით.

2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული ელექტრონული საინფორმაციო-სასწავლო პროგრამა, ვებ-გვერდზე გასაჯაროებული სახელმძღვანელო ინსტრუქციები და სამახსოვრო ინსტრუქციები საჯარო პლატფორმის არსებითი ნაწილია. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს საარჩევნო ინფორმაციაზე თანაბარი წვდომის შესაძლებლობა, რაც, თავის მხრივ, ემსახურება პროცედურებზე ერთგვაროვანი გაგების/აღქმის ჩამოყალიბებას და მიზნად ისახავს კენჭისყრის  პროცესში ჩართული ყველა მხარის მიერ პროფესიონალიზმზე დაფუძნებით საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობას დემოკრატიული არჩევნების უზრუნველსაყოფად.

ელექტრონული საინფორმაციო-სასწავლო პროგრამა იხილეთ ბმულზე.

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
567891011
12131415161718
1920
21
22232425
262728293031 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia