საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
logo
ISO 9001:2015
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

სწავლების ცენტრმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა

15.10.2024
ბეჭდვა

2024 წლის 15 ოქტომბერს, სწავლების ცენტრმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დაწესებულებების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა.

აღნიშნული პროექტი საარჩევნო ადმინისტრაციას და პენიტენციურ სამსახურს შორის ეფექტიანი თანამშრომლობის ასპექტებს მოიცავს და პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი ამომრჩევლების 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის ხელშეწყობას ემსახურება.

სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული პროფილური პროგრამის ფარგლებში მონაწილეები შემდეგ ძირითად საკითხებს გაეცნენ: პენიტენციურ დაწესებულებაში აქტიური საარჩევნო უფლების მქონე პირები და უფლების რეალიზების გარანტიები; საარჩევნო უფლების მქონე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ინფორმირების მიზნით სააგიტაციო მასალის და ხმის მიცემის პროცედურების ამსახველი საინფორმაციო რესურსის განთავსების წესი; პენიტენციურ დაწესებულებაში შექმნილი საარჩევნო უბნის მოწყობა და უსაფრთხოების სტანდარტები; ხმის მიცემის პროცედურა პენიტენციურ დაწესებულებაში შექმნილ საარჩევნო უბანზე/გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით; ამომრჩევლის ხმის მიცემის ფარულობის, ნების თავისუფალი გამოვლენის, პერსონალური მონაცემების დაცვის გარანტიები; კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირები და მათი უფლებრივი მდგომარეობა; პენიტენციურ დაწესებულებაში შექმნილ საარჩევნო უბანზე კენჭისყრის მიმდინარეობის ფოტო-ვიდეო გადაღების რეგულაციები.

საინფორმაციო შეხვედრა დისტანციურ ფორმატში გაიმართა და მასში მონაწილეობა 14 პენიტენციური დაწესებულების 27-მა წარმომადგენელმა მიიღო.

 

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
იანვარი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
56789
10
11
12131415161718
19202122232425
262728293031 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2026 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia