საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდები დაიწყო

01.07.2013
ბეჭდვა

მიმდინარე წლის 1 ივლისს დაიწყო საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდები, რომელიც ხორციელდება ელექტრონული ტესტირების მეთოდით.

სერტიფიცირების მსურველებს შესაძლებლობა ეძლევათ გაიარონ ტესტირება ელექტრონულ რეჟიმში და საკმარისი ქულების დაგროვების შემთხვევაში მიიღონ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.

გამოცდის ხანგრძლივობა ერთ საათს შეადგენს. თითოეული გამოსაცდელისთვის ელექტრონულ პროგრამაში ავტომატურად, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 30 საგამოცდო ტესტი შეირჩევა. დადებითი შეფასების მისაღებად გამოსაცდელმა უნდა დააგროვოს 24 ქულა. გამსვლელი ქულის მიღების შემთხვევაში გამოსაცდელს ადგილზე გადაეცემა სერტიფიკატი.

27 მაისიდან ყველა დაინტერესებულ მხარეს შეეძლო ეხილა საგამოცდო ტესტები (რომლებიც უცვლელი ფორმით გამოიყენება სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისას), როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის, ისე საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ვებ-გვერდებზე.

27 მაისიდან 21 ივნისის ჩათვლით სერტიფიცირებისთვის 8198-მა მსურველმა გაიარა რეგისტრაცია. ინტერნეტის მეშვეობით მსურველს სულ რამდენიმე წუთში შეეძლო რეგისტრაციის გავლა, გამოცდაზე გამოცხადების თარიღის და დროის შერჩევა.

გამოცდაზე დაკვირვების უზრუნველყოფის მიზნით დარეგისტრირდა შვიდი არასამთავრობო ორგანიზაცია, 63 დამკვირვებლით:

  • „დემოკრატიის ქსელი“
  • ”მომავლის არჩევანი”
  • „ევროპულ დემოკრატიული ცენტრი“
  • „სამოქალაქო ინიციატივა-სამართლიანი არჩევნები“
  • ”საარჩევნო გარემოს განვითარების ცენტრი”
  • „ახალი თაობა დემოკრატიული არჩევნები“
  • „დემოკრატიისა და სამართლებრივი განვითარების საზოგადოება“
  • მიმდინარე გამოცდა
  • დასრულებული გამოცდა
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia