საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

სწავლების ცენტრის დირექტორი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

24.09.2024
ბეჭდვა

2024 წლის 24 სექტემბერს, სწავლების ცენტრის დირექტორი ნათია ზაალიშვილი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის დირექტორს შონ დანს და მისიის გრძელვადიან დამკვირვებლებს ემილ შაქირ უულუს და სლავომირ ჟიშკას შეხვდა.

სწავლების ცენტრის დირექტორმა დეტალურად განიხილა 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის შემუშავებული საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების პროფესიული გადამზადების პროგრამები. საარჩევნო კომისიების კვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტების ხელშეწყობის საკითხზე, სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია სერტიფიცირების საგამოცდო ციკლის შესახებ, რომლის ადმინისტრირება სწავლების ცენტრმა, ცესკოსთან თანამშრომლობით, 2023 წლის სექტემბრიდან 2024 წლის ივლისის ჩათვლით პერიოდში უწყვეტ რეჟიმში ქვეყნის მასშტაბით განახორციელა.

შეხვედრაზე სწავლების ცენტრის დირექტორმა ყურადღება გაამახვილა ამომრჩეველთა მასშტაბური ინფორმირების კამპანიის მექანიზმებზე და ჩართული მხარეების საარჩევნო ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებით განხორციელებულ საინფორმაციო-სასწავლო პროექტებზე, რაც მიზნად ისახავს ტექნოლოგიურ სიახლეებზე ინფორმირებას, სიახლეებთან ადაპტაციის ხელშეწყობას და ერთგვაროვანი აღქმის ჩამოყალიბებას შესაბამის რეგულაციებზე.

შეხვედრის დასასრულს, მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ კარგი პრაქტიკის შესაბამისად, სწავლების ცენტრი განგრძობითი თანამშრომლობის საფუძველზე სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს ეტაპობრივად მიაწვდის ინფორმაციას დაგეგმილ აქტივობებზე. სწავლების ცენტრი მნიშვნელოვნად აფასებს ინსტიტუციის საქმიანობის მიმართ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მაღალ ინტერესს, რაც საერთო მიზანს - დემოკრატიული საარჩევნო პროცესების მხარდაჭერას ემსახურება.

ფოტო გალერეა

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
567891011
12131415161718
19
202122232425
262728293031 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia