საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

სწავლების ცენტრმა ცესკოს კონტაქტ-ჰაბის ოპერატორებთან საინფორმაციო-სასწავლო ხასიათის შეხვედრა ჩაატარა

14.09.2024
ბეჭდვა

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის ყველა ეტაპზე და ყველა საშუალებით უზრუნველყოფს ამომრჩევლების ინფორმირებას. ეფექტიანი და მყისიერი კომუნიკაციის პლატფორმის ფარგლებში, მოქალაქეებს უწყვეტ რეჟიმში ცესკოს კონტაქტ-ჰაბი ემსახურება. მანდატის მნიშვნელობიდან გამომდინარე, სისტემატურად ხორციელდება ოპერატორების პროფილური გადამზადება.

14 სექტემბერს, სწავლების ცენტრმა ცესკოს კონტაქტ-ჰაბის წარმომადგენლებთან მორიგი საინფორმაციო-სასწავლო ხასიათის შეხვედრა ჩაატარა, რომლის ფარგლებში მონაწილეებმა დამატებით გაიარეს ინსტრუქტაჟი საარჩევნო ტექნოლოგიურ სიახლეებზე და მიიღეს დეტალური ინფორმაცია კენჭისყრაში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად ამომრჩევლებისთვის დანერგილ საარჩევნო სერვისებზე. ყურადღება გამახვილდა, მათ შორის, შემდეგ მნიშვნელოვან საკითხებზე:

  • ამომრჩეველთა ერთიან სიაში ცვლილების შეტანის ხელშეწყობის სერვისი;
  • გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში ამომრჩევლის შეყვანის სერვისი;  
  • ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლის კენჭისყრაში მონაწილეობის ხელშეწყობის სერვისი.

არჩევნებისთვის მოსამზადებელი ფაზის ფარგლებში, ცესკოს კონტაქტ-ჰაბის ოპერატორები თემატურ საკითხებზე ეტაპობრივად გადამზადდებიან.  

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia