2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული სატრენინგო კონცეფციის მიხედვით, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგები 14 სექტემბრიდან იწყება.
საარჩევნო ადმინისტრატორების გადამზადება ორი პროფილური მიმართულებით განხორციელდება:
სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული სატრენინგო პროგრამები და სასწავლო რესურსები ითვალისწინებს თითოეული საარჩევნო ადმინისტრატორის პროფესიული უნარების განმტკიცების ხელშეწყობას, სიახლეებთან ადაპტაციას და ასევე, კორპორატიული კულტურის განვითარებას, რაც მნიშვნელოვანია საუბნო საარჩევნო კომისიისთვის საქმიანობის კოლეგიალობასა და პროფესიონალიზმზე დაფუძნებით განსახორციელებლად.
სატრენინგო პროგრამების ფარგლებში საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირები და კომისიების წევრები მიიღებენ სპეციალიზებულ ცოდნას, შეიძენენ/გაიღრმავებენ კენჭისყრის პროცესების მართვის პრაქტიკულ უნარებს, დეტალურად გაეცნობიან ინფორმაციას მათ მიერ განსახორციელებელი საქმიანობებისა და იმ სტანდარტების შესახებ, რომლის ერთგვაროვნად შესრულება არსებითია ამომრჩევლებისთვის კვალიფიციური სერვისის მიწოდების პროცესში.
საუბნო საარჩევნო კომისიების სწავლებისას მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ამომრჩევლებისთვის თანაბარი და ხელმისაწვდომი საარჩევნო სერვისები; ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენის გარანტირებულობა; არჩევანის ფარულობის და საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების დაცვა; ინკლუზიური საარჩევნო გარემოს შექმნა და მხარდაჭერა; პროცესზე შეუფერხებელი დაკვირვების პირობების უზრუნველყოფა; კენჭისყრის წინასწარი შედეგების და შემაჯამებელი ოქმის საჯაროობა. ამ ჭრილში განიხილება საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობის სახელმძღვანელო პრინციპები (კანონიერება, პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, პროფესიონალიზმი), ეთიკის ნორმები და საუბნო საარჩევნო კომისიის მანდატის ფარგლებში შესასრულებელი აქტივობები.
სასწავლო შედეგზე ორიენტირებით, ტრენინგის მონაწილეები პროცედურულ საკითხებზე ცოდნას მიიღებენ სატრენინგო ეტაპების მიხედვით თემატურად შედგენილი პროგრამების ფარგლებში.
სატრენინგო კონცეფციის თანახმად, I ეტაპის ტრენინგები დაეთმობა საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების გადამზადებას. განიხილება კენჭისყრის დღემდე პერიოდში ამომრჩევლებისთვის შეთავაზებული საარჩევნო სერვისები, კომისიების ხელმძღვანელ პირთა უფლებამოსილებები და საორგანიზაციო ფუნქციები, ყურადღება გამახვილდება კენჭისყრის პროცესში ინტეგრირებული ელექტრონული აპარატების ფუნქციონალზე და მათი მართვის უნარების განვითარებაზე.
ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილ ტრენინგებს სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული 195 ტრენერი ჩაატარებს. ტრენინგების გრაფიკი ხელმისაწვდომია ბმულებზე:
გრაფიკებში მასში ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, ინფორმაცია აისახება დაუყოვნებლივ.