საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

სწავლების ცენტრმა არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების სრული შემადგენლობა გადაამზადა

12.09.2024
ბეჭდვა

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად საარჩევნო პროცესის ადმინისტრირების ხელშეწყობის მიზნით, საარჩევნო კომისიების პროფესიული გადამზადების პროგრამები გრძელდება.

მიმდინარე ეტაპზე, საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის მოსამზადებელი ფაზის ფარგლებში, სწავლების ცენტრმა მასშტაბური საინფორმაციო-სასწავლო პროექტი 73-ვე საოლქო საარჩევნო კომისიისთვის ჩაატარა. საარჩევნო ადმინისტრატორების საქმიანობის მართვის ეფექტიანობის ზრდისა და ამ პროცესში საარჩევნო კომისიების ყველა წევრის ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით, სწავლების ცენტრის პროგრამა საოლქო საარჩევნო კომისიების სრული შემადგენლობის მონაწილეობით განხორციელდა.

საინფორმაციო-სასწავლო პროგრამა 12 სექტემბერს ჰიბრიდული მეთოდოლოგიით წარიმართა. საოლქო საარჩევნო კომისიებთან დისტანციურ ფორმატში გამართული შეხვედრა სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა გახსნა. მან საოლქო საარჩევნო კომისიების პროფესიული გადამზადების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ შემუშავებული პროგრამა სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებში ასახულ რეკომენდაციებს პასუხობს, რომელთა გათვალისწინებით აქცენტი კომისიების წევრების საარჩევნო სიახლეებთან ადაპტირებას ეთმობა.

დისტანციური შეხვედრის ფარგლებში სწავლების ცენტრის ექსპერტ-ტრენერებმა მონაწილეებთან დეტალურად განიხილეს საოლქო საარჩევნო კომისიის მანდატს მიკუთვნებული საკითხები, საარჩევნო ტექნოლოგიური სიახლეები და ამომრჩევლების კვალიფიციურ სერვისზე ორიენტირებით განსახორციელებელი აქტივობების პრაქტიკული ასპექტები. საარჩევნო კომისიების წევრები შემდეგ ძირითად საკითხებს გაეცნენ:

  • არჩევნების ჩატარების საერთაშორისო სტანდარტები; კანონმდებლობის ერთგვაროვნად გამოყენება და ზედამხედველობის მექანიზმის მნიშვნელობა ქვემდგომი საუბნო საარჩევნო კომისიების საქმიანობაზე;
  • კენჭისყრის შენობების მოწყობის, აპარატებით/ინვენტარით აღჭურვის უზრუნველყოფა; კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიებთან კომუნიკაციის/კოორდინაციის ასპექტები;  
  • კენჭისყრის პროცესის წარმართვა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით; ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენის გარანტირებულობა; არჩევანის ფარულობის და საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების დაცვა; ინკლუზიური საარჩევნო გარემოს მხარდაჭერა;
  • კენჭისყრის პროცესზე შეუფერხებელი დაკვირვების პირობების უზრუნველყოფა;
  • საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის წინასწარი შედეგების და შემაჯამებელი ოქმის საჯაროობა; საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცესი (მათ შორის, საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების გადამოწმებისა და ხელახლა დათვლის საფუძვლები და წესი);
  • საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის განცხადებებსა და საჩივრებზე რეაგირების წესი.

სწავლების ცენტრის ონლაინ მოდულის დასრულებისთანავე, საოლქო კომისიების შენობებში (ადგილზე) გაიმართა აპარატების მუშაობის დემონსტრირების პროცესი, კომისიების წევრთა უშუალო ჩართულობით. მონაწილეები პრაქტიკაში გაეცნენ ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატის, ხმის დათვლის სპეციალური აპარატის და წინასწარი შედეგების გადაცემისთვის განკუთვნილი პლანშეტის ფუნქციონალს.

საინფორმაციო-სასწავლო პროგრამაში მონაწილეობა 73 საოლქო საარჩევნო კომისიის 1117-მა წევრმა მიიღო. დისტანციურ შეხვედრას ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელი დაესწრო. სწავლების ცენტრი მნიშვნელოვნად აფასებს არჩევნების მომზადების პროცესში მიმდინარე საინფორმაციო-სასწავლო პროექტების მიმართ სადამკვირვებლო მისიების მაღალ ინტერესს. 

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia