საგრანტო კონკურსის მიზანი
სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი 2013 წლის 21 ივნისიდან აცხადებს საგრანტო კონკურსს შემდეგ თემატიკაზე:
თემა I. „არასამთავრობო ორგანიზაციების საარჩევნო სადამკვირვებლო მისიების გაძლიერების ხელშეწყობა“
საგრანტო პროექტი უნდა ითვალისწინებდეს არჩევნებში სადამკვირვებლო მისიის განმახორციელებელი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერებისა და მათი წარმომადგენლების კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით რელევანტური საგანმანათლებლო ან სხვა ფორმატის საინფორმაციო ხასიათის ღონისძიებების განხორციელებას.
პროექტში წარმოდგენილი უნდა იყოს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის სადამკვირვებლო მისიის მიმართულებით არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმა, რომელიც უნდა მოიცავდეს ინფორმაციას სადამკვირველო მისიის განხორციელების მასშტაბურობის, მეთოდოლოგიის, სამიზნე ჯგუფის/ჯგუფების, ორგანიზაციის ადამიანური და ტექნიკური რესურსების შეფასების შესახებ.
გრანტის მიმღები არასამთავრობო ორგანიზაცია ვალდებულია სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრს წარუდგინოს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის განხორციელების ანგარიში ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში.
დამატებითი მოთხოვნები არასამთავრობო ორგანიზაციასთან დაკავშირებით
საგრანტო კონკურსში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაცია უნდა აკმაყოფილებდეს ქვემოთ განსაზღვრულ ორივე კრიტერიუმს:
საგრანტო პროექტის დაფინანსების ფარგლები:
არაუმეტეს 50.000 ლარისა
ხანგრძლივობა:
2013 წლის 25 ივლისიდან - 2013 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით
თემა II. „ამომრჩეველთა ინფორმირებულობისა და არჩევნებში მათი ჩართულობის ზრდა რეგიონებში“
საგრანტო პროექტი უნდა ითვალისწინებდეს საზოგადოებაში საარჩევნო ცნობიერების ამაღლების, სწავლების, სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაზრდისა და არჩევნებში ამომრჩევლის როლის გააქტიურების ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა ფორმატის საინფორმაციო ხასიათის ღონისძიებების განხორციელებას.
ამომრჩეველთა ჯგუფები, რომელზეც გავრცელდება პროექტი, უნდა გამოვლინდეს წინასწარ განსაზღვრული მეთოდოლოგიის საფუძველზე და მოიცავდეს ამომრჩეველთა ჯგუფს ზოგადად, ან ქვემოთ დასახელებულ მინიმუმ ერთ-ერთ სამიზნე ჯგუფს:
დამატებითი მოთხოვნები პროექტთან დაკავშირებით
კონკურსის მიზნებიდან გამომდინარე, არჩევნების დღის გამოცხადების შემდეგ, პროექტის განმახორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაცია, ვალდებულია წაანაცვლოს პროექტის განხორციელების გრაფიკი საგრანტო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად.
საგრანტო პროექტის დაფინანსების ფარგლები:
არაუმეტეს 30.000 ლარისა
ხანგრძლივობა:
2013 წლის 25 ივლისიდან - 2013 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით
ვის შეუძლია საგრანტო კონკურსში მონაწილეობა:
კონკურსის გამოცხადების მომენტისათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ ადგილობრივ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს (შემდგომში - არასამთავრობო ორგანიზაცია).
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად არასამთავრობო ორგანიზაციამ უნდა წარადგინოს შემდეგი საკონკურსო დოკუმენტაცია:
ა) განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად (დანართი #1 შესაბამისად);
ბ) საგრანტო პროექტის აღწერა და დასაბუთება (დანართი #2 შესაბამისად);
გ) პროექტის დეტალურად გაწერილი ბიუჯეტი (დანართი #3 შესაბამისად);
დ) პროექტის ერთგვერდიანი რეზიუმე;
ე) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (2013 წლის მდგომარეობით) დასაქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული სადამფუძნებლო დოკუმენტი (წესდება, დებულება ან სხვა);
ვ) სხვა ნებისმიერი დოკუმენტაცია, რომელიც უკეთ წარმოაჩენს წარმოდგენილ საგრანტო პროექტს.
საგრანტო კონკურსის გრაფიკი:
საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა უნდა მოხდეს წერილობითი და ელექტრონული ფორმით (CD), 2013 წლის 24 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით, 10:00 – 17:00 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა), მისამართზე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანიმე-13 კილომეტრი
შენიშვნა:
განმხილველი ორგანო:
საგრანტო პროექტების კონკურსის მიზნებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხს განიხილავს საკონკურსო კომისია პროექტების წარმდგენი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების დაუსწრებლად.
კომისია უფლებამოსილია საგრანტო პროექტთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია გამოითხოვოს პროექტის წარმდგენი არასამთავრობო ორგანიზაციისაგან, რომელიც ვალდებულია მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 2 დღის ვადაში შესაბამისი ინფორმაცია წერილობით წარუდგინოს კომისიას.
საკონკურსო კომისიის მიერ საგრანტო პროექტების შეფასება მოხდება დანართში მითითებული კრიტერიუმების შესაბამისად.
შენიშვნა: კონკურსანტებს კონკურსის შედეგები ეცნობებათ მათ ელექტრონულ მისამართზე შეტყობინების გაგზავნის ფორმით, ინფორმაცია შერჩეული პროექტის/პროექტების შესახებ აგრეთვე განთავსდება ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.electionreforms.ge
საკონტაქტო ინფორმაცია: 2 61 21 11