საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ცესკომ და სწავლების ცენტრმა ჩართულ მხარეებთან საინფორმაციო შეხვედრების ჩასატარებლად ტრენერები გადაამზადა

29.08.2024
ბეჭდვა

არჩევნების მთლიანობის უზრუნველსაყოფად მოქმედი სტრატეგიის ფარგლებში, საარჩევნო ადმინისტრაცია ჩართულ მხარეებს, სხვადასხვა ფორმატში, ღია საკომუნიკაციო პლატფორმას სთავაზობს. ამ მიმართულებით დაგეგმილი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივობა უკავშირდება დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან  საინფორმაციო შეხვედრების განგრძობითად გამართვას და მათთან საარჩევნო ტექნოლოგიური სიახლეების  განხილვას.

ქვეყნის მასშტაბით საინფორმაციო შეხვედრების ციკლის ჩატარება გათვალისწინებულია 2024 წლის სექტემბრიდან. ცესკომ და სწავლების ცენტრმა, აღნიშნული პროექტისთვის ტრენერთა გადამზადება დაიწყო. პროგრამა ევროპის საბჭოს საპარლამენტო და საარჩევნო თანამშრომლობის განყოფილების საპარლამენტო ასამბლეის სამდივნოს მხარდაჭერით ხორციელდება.

29 აგვისტოს, ტრენერთა ტრენინგი ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა, რომელმაც არჩევნების საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების ჩასატარებლად საარჩევნო ადმინისტრაციას და ჩართულ მხარეებს შორის, გამჭვირვალობასა და პროფესიონალიზმზე დაფუძნებით,  თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

გახსნით ნაწილში, მონაწილეებს ასევე  ევროპის საბჭოს საპარლამენტო და საარჩევნო თანამშრომლობის განყოფილების საპარლამენტო ასამბლეის სამდივნოს პროექტის უფროსი მაია ჯორჯიკია მიესალმა. მან საერთაშორისო კარგი პრაქტიკის მაგალითად გამოყო საარჩევნო ადმინისტრაციის ინიციატივა, დამკვირვებელ ორგანიზაციებთან განიხილოს დანერგილი საარჩევნო ტექნოლოგიები და საერთაშორისო პრინციპებთან მათი შესაბამისობის საკითხი. ამასთან, ევროპის საბჭოს ექსპერტმა, არდიტა დრიზა მაურერმა, მონაწილეებს გაუზიარა საერთაშორისო გამოცდილება იმ შესაძლებლობებზე, რასაც ციფრული ტექნოლოგიები სთავაზობს ამომრჩევლებს, საარჩევნო კომისიებს და დამკვირვებლებს, ასევე, ყურადღება გაამახვილა გამოწვევებზე, რაც შესაძლოა ახლდეს პროცესს.

დამკვირვებელი ორგანიზაციების ინფორმირების ამოცანის გათვალისწინებით, სწავლების ცენტრმა შეიმუშავა და ტრენერებს გააცნო ახალი მოდული, რომლის ფარგლებში თემატურად განიხილება: ჩართული მხარეების როლი დემოკრატიული არჩევნების უზრუნველსაყოფად; არჩევნებზე დაკვირვების საერთაშორისო სტანდარტები ელექტრონული აპარატების გამოყენებით კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობისას; დამკვირვებლების უფლებრივი მდგომარეობა კენჭისყრის პროცესში; ამომრჩევლის სერვისზე ორიენტირებით დანერგილი საარჩევნო ტექნოლოგიები და მათი თანხვედრა საყოველთაოდ აღიარებულ დემოკრატიულ პრინციპებთან.

ცესკოს საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტმა ტრენერებთან განიხილა საკანონმდებლო ცვლილებები, საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილება ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნების ჩატარების შესახებ, კენჭისყრის დღის პროცედურები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით, ამომრჩევლების ინფორმირების კამპანია და საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის სხვა ასპექტები, რომლის თაობაზე დამკვირვებელი ორგანიზაციების ინფორმირება პასუხობს საარჩევნო ადმინისტრაციის ანგარიშვალდებულების პრინციპს.

ტრენერთა ტრენინგი დისტანციურ ფორმატში (Zoom პლატფორმის გამოყენებით) ჩატარდა და მასში მონაწილეობა 73 საოლქო საარჩევნო კომისიის 89 წევრმა მიიღო, რომლებიც, ცესკოს და სწავლების ცენტრის შემუშავებული პროგრამის მიხედვით, შემდგომ ეტაპზე უზრუნველყოფენ საინფორმაციო შეხვედრების გამართვას ჩართულ მხარეებთან.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
567891011
12131415161718
19
202122232425
262728293031 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia