საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

2024 წელს განხორციელებული საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების გამოცდების ციკლის შეჯამება

23.08.2024
ბეჭდვა

საარჩევნო ადმინისტრაციის მაღალკვალიფიციური მოხელეებით დაკომპლექტების სტრატეგიული ამოცანის შესაბამისად, ცესკო და სწავლების ცენტრი უწყვეტ რეჟიმში სხვადასხვა ფორმატის მასშტაბურ პროექტებს ახორციელებს. ამ მიზნით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების გამოცდების ჩატარებას უკავშირდება.

საგამოცდო პროცესი ხელს უწყობს საქართველოს მოქალაქის საარჩევნო კანონმდებლობის ცოდნის დადგენას. გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში მოქალაქეს ენიჭება საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი, რომლის ფლობა კანონმდებლობის მიხედვით სავალდებულოა ცესკოში და საოლქო საარჩევნო კომისიაში შესაბამის პოზიციებზე ასარჩევად/დასანიშნად. აღნიშნული სერტიფიკატი ვალიდურია ასევე საუბნო საარჩევნო კომისიაში  ხელმძღვანელი პირის და წევრის პოზიციისთვის.

2024 წელს ცესკომ და სწავლების ცენტრმა საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების 2 გამოცდა ჩაატარა. არეალმა მოიცვა 11 მუნიციპალიტეტი, საგამოცდო ლოკაციებზე ჯამში 12 საგამოცდო ცენტრი ფუნქციონირებდა: თბილისი (2 საგამოცდო ცენტრი), თელავი, რუსთავი, გორი, ახალციხე, ტყიბული, ქუთაისი, ზესტაფონი, ოზურგეთი, სენაკი და ბათუმი.

გამოცდის ჩაბარების მსურველ მოქალაქეთა სერვისზე ორიენტირებით, პროფილურად შემუშავებული საგამოცდო ტესტები პროაქტიულად გასაჯაროვდა ცესკოს და სწავლების ცენტრის ვებ-გვერდებზე. ამასთან, სწავლების ცენტრმა დაინტერესებული მოქალაქეებისთვის, უფასო მომსახურების ფორმატში, სერტიფიცირების გამოცდის მოსამზადებელი სასწავლო კურსი განახორციელა.

2024 წელს ჩატარებული საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების გამოცდების შედეგები:

გამოცდა 

გამოცდაზე

რეგისტრირებულ პირთა 

რაოდენობა

გამოცდაზე გამოცახდებულ

 პირთა რაოდენობა

შედეგების მიხედვით სერტიფიცირებულ 

პირთა რაოდენობა

2024 წლის 27 თებერვალს გამოცხადებული  

970

591 (61%)

475 (80%)

2024 წლის 24 ივნისს გამოცხადებული

796

523 (66%)

343 (66%)

ჯამი

1 766

1 114 (63%)

818 (73%)

სერტიფიცირებულ პირთა პლატფორმის მიხედვით, გასულ წლებსა და მიმდინარე წელს სწავლების ცენტრის მიერ ჩატარებული საგამოცდო ციკლის მონაცემების შეჯამებით, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის მოქმედი სერტიფიკატის მფლობელ პირთა რაოდენობა შეადგენს 3 670-ს (2024 წლის 15 აგვისტოს მდგომარეობით).

გამოცდების მიმდინარეობას, სხვადასხვა ეტაპზე, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები დააკვირდნენ: ააიპ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება; ააიპ საზოგადოებრივი ინიციატივების ასოციაცია; ააიპ ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის. ცესკო და სწავლების ცენტრი მადლობას უხდის ორგანიზაციებს პროცესში ჩართულობისთვის.

  • მიმდინარე გამოცდა
  • დასრულებული გამოცდა
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
ივნისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
1617
18
19202122
23242526272829
30      
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia