დასახელება: საარჩევნო სამართლის საავტორო პროგრამა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებისთვის
მიზანი: პარტნიორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტების მიერ აუცილებელი პროფესიული ცოდნის გაღრმავება საარჩევნო სამართლის დარგში, მათი პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება
სამიზნე ჯგუფი: პარტნიორი უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების იურიდიული ფაკულტეტის, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები
სასწავლო მოდულები: არჩევნების ცნება, არჩევნების სახეები და პერიოდულობა; საარჩევნო სისტემები, საქართველოს საარჩევნო სამართლის წყაროები და პრინციპები; საარჩევნო პროცესი და საარჩევნო პროცესის მართვის ორგანო; საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის უფლებამოსილებები და მუშაობის წესი; არჩევნებში ჩართული მხარეები; ამომრჩეველთა რეგისტრაცია; წინასაარჩევნო კამპანია (აგიტაცია); წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების საინფორმაციო უზრუნველყოფა; არჩევნების დაფინანსება; კენჭისყრის დრო და ადგილი; საარჩევნო უბნის გახსნა, კენჭისყრის დაწყებამდე ჩასატარებელი პროცედურები; კენჭისყრის პროცესი; საარჩევნო უბნის დახურვა, კენჭისყრის შედეგების შეჯამება; კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შეჯამება/დადგენა; საარჩევნო დავები; საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები; საქართველოს პარლამენტის არჩევნები; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები; თვითმმართველი თემებისა და თვითმმართველი ქალაქების წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს არჩევნები; თვითმმართველი ქალაქის მერის (თვითმმართველი თემის გამგებლის) არჩევნები; რეფერენდუმი, პლებისციტი. ახალგაზრდებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია არჩევნების მოდერნიზების მიზნით შემოტანილ ელექტრონულ ტექნოლოგიურ სიახლეებზე და საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ამომრჩევლებისთვის შეთავაზებულ საარჩევნო სერვისებზე. იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების მონაწილეობით უნივერსიტეტებში გაიმართა მოდელირებული სასამართლო პროცესები.
განხორციელების პერიოდი: 20 თებერვალი, 2024 წელი - 25 ივლისი, 2024 წელი
მონაწილეთა სტატისტიკა: სასწავლო კურსი გაიარა 9 პარტნიორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 562 სტუდენტმა (ქალი - 342; კაცი - 220).