საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ჟესტური ენის თარჯიმნების ტრენინგი საარჩევნო საკითხებში

13.08.2024
ბეჭდვა

ჟესტური ენის თარჯიმნებს საარჩევნო საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარდათ. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მონაწილეობა არჩევნებში, საარჩევნო ადმინისტრაციის სერვისები ამომრჩევლებისთვის კენჭისყრის დღემდე პერიოდში და საუბნო საარჩევნო კომისიის  სერვისები ამომრჩევლებისთვის კენჭისყრის პროცესში - ეს ის საკითხებია, რომლებთან დაკავშირებითაც შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია ცესკოს აპარატის და სწავლების ცენტრის წარმომადგენლებმა მიაწოდეს.

სამუშაო შეხვედრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მრავალფეროვნების, თანასწორობის და ინკლუზიის უფროსმა მენეჯერმა მირანდა ტყაბლაძემ და საქართველოს ყრუთა კავშირის პრეზიდენტმა ამირან ბატატუნაშვილმა გახსნეს.

შეხვედრის ფარგლებში ჟესტური ენის თარჯიმნებმა მონაწილეობა მიიღეს საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების  გამოყენებით გამართულ იმიტირებულ კენჭისყრაში და პირადად ნახეს თუ როგორ მუშაობს ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი საარჩევნო აპარატები.

ტრენინგის შემდეგ ჟესტური ენის თარჯიმნები შეძლებენ ყრუ პირების ინფორმირებას მათთვის განკუთვნილი სერვისებისა და კენჭისყრის დღის პროცედურების შესახებ.

ტრენინგი, რომელიც თელავში 11-13 აგვისტოს გაიმართა, საქართველოს ყრუთა კავშირთან თანამშრომლობით და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

აღნიშნული შეხვედრა ინფორმირების კამპანიის ნაწილია, რომელსაც  საარჩევნო ადმინისტრაცია, ინკლუზიური საარჩევნო გარემოს განვითარების მიზნით, საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ახორციელებს.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
ივლისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
 123456
78910111213
141516
17
181920
21222324252627
28293031   
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia