საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

სამუშაო შეხვედრა საარჩევნო დავებთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისთვის

08.08.2024
ბეჭდვა

საოლქო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირები  სამუშაო შეხვედრაში  სახელწოდებით „საარჩევნო დავების გადაწყვეტა (ერთგვაროვანი და ეფექტიანი განხილვა და გადაწყვეტილების სათანადოდ დასაბუთება)“  იღებენ მონაწილეობას.

შეხვედრა დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა რენატა ლევოვსკიმ და ევროპის საბჭოს (CoE) საპარლამენტო ასამბლეის სამდივნოს, საპარლამენტო და საარჩევნო თანამშრომლობის განყოფილების პროექტის უფროსმა ოფიცერმა მაია ჯორჯიკიამ გახსნეს. როგორც შეხვედრის დაწყებისას გიორგი შარაბიძემ აღნიშნა,  ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილებისა და პრაქტიკის შესწავლა, განხილვა და გათვალისწინება მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს საარჩევნო პროცესის მაღალ პროფესიულ დონეზე ადმინისტრირებას.

„ღონისძიება თავის მხრივ პასუხობს ეუთო/ოდირის იმ მნიშვნელოვან რეკომენდაციებს, რომელიც წინა საერთო არჩევნების შემდგომ გამოქვეყნდა. მნიშვნელოვანია, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებამდე საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას საარჩევნო დავების საერთაშორისო სტანდარტების შესახებ“, - განაცხადა გიორგი შარაბიძემ ღონისძიების მიმდინარეობისას.

შეხვედრის მონაწილეებს საარჩევნო დავებთან დაკავშირებით ინფორმაციას ევროპის საბჭოს ექსპერტი შოთა გეწაძე, IFES-ის ექსპერტი ტატიანა ჰილშერ-ბოგუსევიჩი, ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გიორგი სანტურიანი და ცესკოს სწავლების ცენტრის სასწავლო პროგრამების სამსახურის იურისტ ანალიტიკოსი დავით მაკარიძე აცნობენ. შეხვედრის განმავლობაში მონაწილეები ისეთ  მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ, როგორიცაა: საკანონმდებლო ცვლილებები - საარჩევნო დავების წარმოება და ერთგვაროვანი განხილვა; საარჩევნო დავის ეფექტიანი გადაწყვეტა - საერთაშორისო ვალდებულებები, ეუთოს სტანდარტები და რეკომენდაციები და შედარებითი პრაქტიკა; საარჩევნო დავებზე ეროვნული სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვა - გადაწყვეტილების დასაბუთების სტანდარტები.

სამუშაო შეხვედრა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდისა (IFES) და ევროპის საბჭოს (CoE) მხარდაჭერით ხორციელდება და მასში მონაწილეობას საოლქო საარჩევნო კომისიების ხელძღვანელი პირები ეტაპობრივად იღებენ.

ვიდეო გალერეა

სამუშაო შეხვედრა საარჩევნო დავებთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისთვის

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
ივნისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
161718
19
202122
23242526272829
30      
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia