საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიცირების გამოცდის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია დასრულდა. სარეგისტრაციო პროცესი 2024 წლის 25-31 ივლისის ჩათვლით პერიოდში განხორციელდა, როგორც დისტანციურად (ელექტრონული ფორმით), ისე საქართველოს მასშტაბით 11 მუნიციპალიტეტში მოქალაქეთა მომსახურების მიზნებისთვის შექმნილი სამდივნოების მეშვეობით.
გამოცდის ჩაბარების სურვილი, რეგისტრაციის შედეგების მიხედვით 796-მა მოქალაქემ დააფიქსირა (ქალი-567; კაცი-229), რაც, გამოცდაზე ჯამურად მისაღებ მონაწილეთა ადგილების რაოდენობის გათვალისწინებით 18%-ს შეადგენს (საგამოცდო ცენტრების მიხედვით რეგისტრირებულ გამოსაცდელთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე).
საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების გამოცდები 12-14 აგვისტოს განხორციელდება.
საგამოცდო ცენტრებში გამოცდის მიმდინარეობაზე დაკვირვების მიზნით დარეგისტრირდა სამი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია: ააიპ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება; ააიპ საზოგადოებრივი ინიციატივების ასოციაცია; ააიპ ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის.
სერტიფიცირების გამოცდების ჩატარებას უზრუნველყოფს სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი.
საგამოცდო ტესტები ხელმისაწვდომია ბმულზე (საკითხები გამოცდაზე უცვლელი ფორმით გამოიყენება).