საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) და სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა (სწავლების ცენტრი), საარჩევნო რეფორმის შესაბამისად, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა და ხელმძღვანელი პირთა სერტიფიცირების გამოცდების მასშტაბური პროექტი განახორციელა.
აღნიშნული პროექტი საუბნო საარჩევნო კომისიების კვალიფიციური წევრებით დაკომპლექტების ამოცანას ეხმიანება. საგამოცდო პროცესი ხელს უწყობს მოქალაქეთა ცოდნის გადამოწმებას საკანონმდებლო რეგულაციებთან დაკავშირებით, რომელიც მიემართება კენჭისყრის პროცედურებს, რეფორმით გათვალისწინებულ ტექნოლოგიურ სიახლეებს და საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების/წევრების მიერ განსახორციელებელ ფუნქციებს. გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში მოქალაქეს ენიჭება სერტიფიკატი, რომლის ფლობა კანონმდებლობის შესაბამისად სავალდებულოა საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა და წევრთა პოზიციაზე ასარჩევად (აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება პოლიტიკური პარტიების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიაში წევრების დანიშვნის პროცესზე).
გამოცდის ჩაბარების მსურველ მოქალაქეთა სერვისზე ორიენტირებით, გამოცდების ჩატარების არეალმა მოიცვა 34 მუნიციპალიტეტი, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული 8 მუნიციპალიტეტი. საგამოცდო ლოკაციებზე ჯამში 37 საგამოცდო ცენტრი ფუნქციონირებდა: თბილისი (4 საგამოცდო ცენტრი), გურჯაანი, სიღნაღი, თელავი, რუსთავი, გარდაბანი, მარნეული, ბოლნისი, თეთრიწყარო, მცხეთა, დუშეთი, გორი, ბორჯომი, ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა, ამბროლაური, ცაგერი, მესტია, საჩხერე, ზესტაფონი, ბაღდათი, ტყიბული, წყალტუბო, ქუთაისი, ოზურგეთი, სენაკი, ხობი, ზუგდიდი, ფოთი, ბათუმი, ქობულეთი, დაბა შუახევი, ხულო.
სერტიფიცირების გამოცდების პროექტის განხორციელება ცესკომ და სწავლების ცენტრმა 2023 წლის სექტემბრიდან დაიწყო და 2024 წლის ივლისის ჩათვლით ჯამურად 9 გამოცდა ჩაატარა:
პროფილურად ჩატარებული გამოცდების შედეგები:
გამოცდის სახეობა |
რეგისტრირებულ პირთა რაოდენობა |
გამოცდაზე გამოცახდებულ პირთა რაოდენობა |
შედეგების მიხედვით სერტიფიცირებულ პირთა რაოდენობა |
საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების გამოცდა (2023 – 2024 წწ.) |
19 180 |
14 763 (77%) |
14 185 (96%) |
საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების გამოცდა (2024 წ) ჩატარებული ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ მუნიციპალიტეტებში |
2 193 |
1 636 (75%) |
1 612 (99%) |
ჯამი |
21 373 |
16 399 (77%) |
15 797 (96%) |
გამოცდის სახეობა |
რეგისტრირებულ პირთა რაოდენობა |
გამოცდაზე გამოცახდებულ პირთა რაოდენობა |
შედეგების მიხედვით სერტიფიცირებულ პირთა რაოდენობა |
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების გამოცდა (2023 – 2024 წწ.) |
21 810 |
16 124 (74%) |
15 975 (99%) |
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების გამოცდა (2024 წ) ჩატარებული ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ მუნიციპალიტეტებში |
2 926 |
2 250 (77%) |
2 223 (99%) |
ჯამი |
24 736 |
18 374 (74%) |
18 198 (99%) |
საგამოცდო ციკლის მიმდინარეობისას, სხვადასხვა ეტაპზე, გამოცდებს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები დააკვირდნენ: ააიპ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება; ააიპ საზოგადოებრივი ინიციატივების ასოციაცია. ცესკო და სწავლების ცენტრი მადლობას უხდის ორგანიზაციებს პროცესში ჩართულობისთვის.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |