მიმდინარე წლის 10 ივნისს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრს ეთნიკური უმცირესობის სტუდენტები ესტუმრნენ, რომლებიც სახელმწიფოს სპეციალური პროგრამით „ოთხს პლიუს ერთის“ მეშვეობით ჩაირიცხნენ უმაღლეს სასწავლებლებში.
ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ ცესკოს მუშაობის პრინციპებს, მონაწილეობა მიიღეს სწავლების ცენტრის მიერ ორგანიზებული დისკუსია/სემინარში თემაზე: ”არჩევნები და არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობა”. სემინარის ფარგლებში მოსწავლეებისათვის მოეწყო იმიტირებული არჩევნები და რეფერენდუმი. მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების საარჩევნო პროცესებში ჩართულობასა და მათი მოტივაციის ამაღლებას.