საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სერტიფიცირების გამოცდები დასრულდა.
მოქალაქეებს 8 მუნიციპალიტეტში გახსნილი საგამოცდო ცენტრები მოემსახურა. გამოცდის ჩაბარების მსურველებს საშუალება ჰქონდათ აერჩიათ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში მოქმედი საგამოცდო ცენტრი: თელავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, თეთრიწყარო, ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა.
ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნებისთვის, სწავლების ცენტრმა უზრუნველყო საგამოცდო ტესტების თარგმნა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის გასაგებ ენებზე. გამოცდა ქართულ-სომხურ-აზერბაიჯანულ ენებზე ჩატარდა.
გამოცდაზე ჯამურად რეგისტრირებული 436 მოქალაქიდან საგამოცდო ცენტრებში 321 გამოსაცდელი გამოცხადდა. გამოცდის ჩაბარების შედეგების მიხედვით საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სერტიფიკატი 319-მა პირმა მიიღო (ქალი-191; კაცი-128). საგამოცდო ცენტრების მიხედვით დამუშავებული დეტალური სტატისტიკა ხელმისაწვდომია ბმულზე.
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სერტიფიცირების გამოცდები, მიმდინარე წლის 28 ივნისიდან პერიოდში, სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან თანამშრომლობით განახორციელა.