საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

2024 წლის ივლისში საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა სერტიფიცირების მორიგი გამოცდა ჩატარდება

25.06.2024
ბეჭდვა

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა სერტიფიცირების გამოცდის მორიგი ეტაპი 2024 წლის 17 ივლისიდან იწყება.

სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი სერტიფიცირების გამოცდის ჩატარებას 30 მუნიციპალიტეტში მოქმედ საგამოცდო ცენტრებში უზრუნველყოფს: თბილისი (4 საგამოცდო ცენტრი), გურჯაანი, სიღნაღი, თელავი, რუსთავი, ბოლნისი, თეთრიწყარო, მცხეთა, დუშეთი, გორი, ბორჯომი, ახალციხე, საჩხერე, ზესტაფონი, ბაღდათი, ტყიბული, წყალტუბო, ქუთაისი, ამბროლაური, ცაგერი, სენაკი, ზუგდიდი, ხობი, ფოთი, მესტია, ოზურგეთი, ბათუმი, ქობულეთი, შუახევი, ხულო.

მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, 2024 წლის 8 ივლისიდან 14 ივლისის ჩათვლით პერიოდში, გამოცდაზე დარეგისტრირდნენ დისტანციურად, ან გამოცდის სამდივნოების მეშვეობით. დისტანციური რეგისტრაციის ბმული, საგამოცდო ცენტრებისა და გამოცდის სამდივნოების მისამართები, რეგისტრაციის პროცესის დაწყებამდე, განთავსდება სწავლების ცენტრის ვებგვერდზე.

მოქალაქეთა საყურადღებოდ

სერტიფიცირების გამოცდის ამ ეტაპზე რეგისტრაცია შეუძლია საქართველოს ნებისმიერ ქმედუნარიან მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან, მიუხედავად იმისა, უდასტურდება თუ არა მოქალაქეს გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების მომენტისთვის შემდეგი ინფორმაცია:

ა) მოქალაქე ბოლოს ჩატარებული ორი საერთო არჩევნებიდან ან ბოლოს ჩატარებული ორი შუალედური არჩევნებიდან რომელიმეს დანიშვნის შემდეგ იყო პარტიის მიერ დანიშნული საარჩევნო კომისიის წევრი, საარჩევნო სუბიექტი ან საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი;

ბ) მოქალაქე ბოლოს ჩატარებული საერთო არჩევნების წლის დასაწყისიდან ან ბოლოს ჩატარებული შუალედური არჩევნების წლის დასაწყისიდან იყო რომელიმე პარტიის შემომწირველი;

გ) მოქალაქე, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან, – თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან 4 წლის განმავლობაში;

დ) მოქალაქე, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო სასამართლომ ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 4 წლის განმავლობაში.

გამოცდა ელექტრონული ტესტირების მეთოდით წარიმართება. თითოეული გამოსაცდელისთვის შემთხვევითი შერჩევის მეთოდით, ავტომატურად შეირჩევა 24 საგამოცდო ტესტი, სერტიფიკატის მისაღებად გამოსაცდელმა უნდა დააგროვოს 15 ქულა. სერტიფიკატის მოქმედების ვადა განისაზღვრება გამოცდის ჩაბარებიდან 5 წლის ვადით.

საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების ფუნქციების შესაბამისად პროფილურად შედგენილი სერტიფიცირების საგამოცდო ტესტები ხელმისაწვდომია ბმულზე და უცვლელი ფორმით გამოიყენება გამოცდაზე.

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
ივნისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
161718192021
22
23242526272829
30      
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia