საარჩევნო სისტემების განვითარების რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით პროექტის - ”სანდო და მდგრადი საარჩევნო ინსტიტუციებისა და პროცესების ხელშეწყობა” ფარგლებში, 2013 წლის, 27 მაისიდან დაიწყო ფართომასშტაბიანი პროექტის - ”არჩევნები და არჩევნებში ახალგაზრდების მონაწილეობის მნიშვნელობა” განხორციელება.
პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდა ამომრჩეველთა ინფორმირებას, მათი სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას და ახალგაზრდების იმ ნაწილის გააქტიურებას, რომელიც პირველად იღებს მონაწილეობას არჩევნებში (პროექტის აქტუალობას განაპირობებს მოახლოებული 2013 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები და 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები).
პროექტი ხაორციელდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმომწერ 14 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მათ შორის, 5 რეგიონალურ და 9 თბილისში მდებარე უნივერსიტეტში.
პროექტის ფარგლებში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების პირველი და მეორე კურსის სტუდენტებისთვის ტრენინგების ჩატარებას უზრუნველყოფს სწავლების ცენტრის 11 ტრენერი.
სწავლების ცენტრის მიერ პროექტის ფარგლებში მომზადდა:
პროექტის განხორციელება დაიწყო 2013 წლის 27 მაისიდან, პროექტი გაგრძელდება 2013 წლის 8 ივნისის ჩათვლით.