მიმდინარე წლის 3 ივნისს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრს ქვემო ქართლში მცხოვრები 21-მდე დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები სტუმრობდნენ.
ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ ცესკოს მუშაობის პრინციპებს, მონაწილეობა მიიღეს სწავლების ცენტრის მიერ ორგანიზებული დისკუსია/სემინარში თემაზე: ”არჩევნები და არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობა”. სემინარის ფარგლებში მოსწავლეებისათვის მოეწყო იმიტირებული არჩევნები და რეფერენდუმი.
მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების საარჩევნო პროცესებში ჩართულობასა და მათი მოტივაციის ამაღლებას.