საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

2024 წლის მაისიდან საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა სერტიფიცირების გამოცდები იწყება

19.04.2024
ბეჭდვა

2024 წლის 10 მაისიდან საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა სერტიფიცირების გამოცდების მორიგი ეტაპი იწყება.

სწავლების ცენტრი სერტიფიცირების გამოცდების ჩატარებას 30 მუნიციპალიტეტში მოქმედ საგამოცდო ცენტრებში უზრუნველყოფს: თბილისი (4 საგამოცდო ცენტრი), გურჯაანი, სიღნაღი, თელავი, რუსთავი, ბოლნისი, თეთრიწყარო, მცხეთა, დუშეთი, გორი, ბორჯომი, ახალციხე, საჩხერე, ზესტაფონი, ბაღდათი, ტყიბული, წყალტუბო, ქუთაისი, ამბროლაური, ცაგერი, სენაკი, ზუგდიდი, ხობი, ფოთი, მესტია, ოზურგეთი, ბათუმი, ქობულეთი, შუახევი, ხულო.

მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, 2024 წლის 25 აპრილიდან გამოცდაზე დარეგისტრირდნენ დისტანციურად, ან გამოცდის სამდივნოების მეშვეობით. დისტანციური რეგისტრაციის ბმული, საგამოცდო ცენტრებისა და გამოცდის სამდივნოების მისამართები ამავე თარიღში განთავსდება სწავლების ცენტრის ვებგვერდზე.

საგამოცდო ტესტები შედგენილია პროფილურად - საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციების შესაბამისად, მოიცავს საკითხებს საქართველოს საარჩევნო კოდექსიდან და საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტიდან, მათ შორის, ითვალისწინებს კითხვებს კენჭისყრის პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების ასპექტებზე. ტესტები ხელმისაწვდომია ბმულზე:

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სერტიფიცირების საგამოცდო ტესტები.

გამოცდა ელექტრონული ტესტირების მეთოდით წარიმართება. თითოეული გამოსაცდელისთვის შემთხვევითი შერჩევის მეთოდით, ავტომატურად შეირჩევა 24 საგამოცდო ტესტი, სერტიფიკატის მისაღებად გამოსაცდელმა უნდა დააგროვოს 15 ქულა. სერტიფიკატის მოქმედების ვადა განისაზღვრება გამოცდის ჩაბარებიდან 5 წლის ვადით.

გამოცდების ჩატარების წესისა და პირობების გაცნობის მიზნით ეწვიეთ ბმულს: საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა და ხელმძღვანელ პირთა სერტიფიცირების დებულება.

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia