საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ცესკოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

19.04.2024
ბეჭდვა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ გახსნა და საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ ამომრჩეველთა, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, ინფორმირების მიზნით ადმინისტრაციის მიერ უკვე განხორციელებულ და მიმდინარე საქმიანობაზე ისაუბრა.

სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა სოფიო სიჭინავამ მონაწილეებთან ერთად განიხილა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიმართულებით სადამკვირვებლო ორგანიზაციების, მათ შორის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეკომენდაციები, ასევე ისაუბრა საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ აღნიშნული მიმართულებით განსახორციელებული პროექტებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ამომრჩეველთა ინფორმირებისთვის გამოყენებული მექანიზმების შესახებ. მან ასევე ისაუბრა საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ დაგეგმილი ინფორმირების კამპანიის მნიშვნელობაზე და საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი იმიტირებული ელექტრონული არჩევნების გამართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. შეხვედრაზე გაიმართა შშმ პირების მონაწილეობით გადაღებული იმ საინფორმაციო ვიდეორგოლის ჩვენება და განხილვა, რომელშიც ასახულია ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ხმის მიცემის პროცედურები.

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს საარჩევნო ადმინისტრაციის საგანმანათლებლო პროექტების შესახებ, რომელიც უტარდებათ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს შშმ პირებთან ურთიერთობის ეტიკეტთან დაკავშირებით.

სამუშაო ჯგუფი ცესკოში შშმ ამომრჩეველთა თანაბარი საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით არის შექმნილი. ჯგუფის შემადგენლობაში შედიან საარჩევნო ადმინისტრაციის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, სახელმწიფო უწყებებისა და სახალხო  დამცველის ოფისის წარმომადგენლები (შშმ პირთა თემებზე მომუშავე შესაბამისი უწყებების მოწვეული წარმომადგენლები).

ფოტო გალერეა

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia