საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ცესკოში შექმნილი ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა

18.04.2024
ბეჭდვა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ გახსნა და საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ ამომრჩეველთა, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების ინფორმირების მიზნით, ადმინისტრაციის მიერ უკვე განხორციელებულ და მიმდინარე საქმიანობაზე ისაუბრა.

სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა სოფიო სიჭინავამ მონაწილეებთან ერთად განიხილა ეთნიკური უმცირესობების მიმართულებით სადამკვირვებლო ორგანიზაციების, მათ შორის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) რეკომენდაციები, ასევე ისაუბრა საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ აღნიშნული მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ამომრჩეველთა ინფორმირებისთვის გამოყენებული მექანიზმების შესახებ.

ცესკოს საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ეკა ცაბაშვილმა სამუშაო ჯგუფის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ დაგეგმილი ინფორმირების კამპანიის შესახებ.

შეხვედრაზე საარჩევნო სისტემების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა ისაუბრა საარჩევნო ადმინისტრაციის საგანმანათლებლო პროექტების მნიშვნელობის შესახებ, რომელიც ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებშიც ხორციელდება. მან შეხვედრის მონაწილეებს ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში ჩატარებული სერტიფიცირების გამოცდის შედეგები გააცნო.

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განიხილეს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი იმიტირებული ელექტრონული არჩევნების გამართვასთან დაკავშირებული საკითხები.

სამუშაო ჯგუფი ცესკოში ეთნიკური უმცირესობების ამომრჩეველთა თანაბარი საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით არის შექმნილი. ჯგუფის შემადგენლობაში შედიან საარჩევნო ადმინისტრაციის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, სახელმწიფო უწყებებისა და სახალხო  დამცველის ოფისის წარმომადგენლები (ეთნიკური უმცირესობის თემებზე მომუშავე შესაბამისი უწყებების მოწვეული წარმომადგენლები).

ფოტო გალერეა

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia