საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

2024 წლის 27 თებერვალს გამოცხადებული საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდა

29.03.2024
ბეჭდვა

2024 წლის 27 მარტს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების გამოცდები დასრულდა. სერტიფიცირების მიზანს საქართველოს მოქალაქის საარჩევნო კანონმდებლობის ცოდნის დადგენა წარმოადგენს, შემდგომში საარჩევნო ადმინისტრაციის მაღალკვალიფიციური მოხელეების შერჩევის ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად.

მოქალაქეებს 11 მუნიციპალიტეტში გახსნილი 12 საგამოცდო ცენტრი მოემსახურა. გამოცდის ჩაბარების მსურველებს საშუალება ჰქონდათ აერჩიათ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში მოქმედი საგამოცდო ცენტრი: თბილისი (2 ლოკაცია), თელავი, რუსთავი, გორი, ახალციხე, ტყიბული, ქუთაისი, ზესტაფონი, ოზურგეთი, სენაკი ან ბათუმი.

საგამოცდო ცენტრებში, ჯამურად რეგისტრირებული 970 მოქალაქიდან, 591 გამოსაცდელი გამოცხადდა. გამოცდის ჩაბარების შედეგების მიხედვით სერტიფიკატი 475-მა პირმა (80%) მიიღო (ქალი-324; კაცი-151). საგამოცდო ცენტრების მიხედვით დამუშავებული დეტალური სტატისტიკა ხელმისაწვდომია ბმულზე.

სწავლების ცენტრმა, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების გამოცდაზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს შესთავაზა უფასო მოსამზადებელი სასწავლო კურსის გავლის შესაძლებლობა. 5 დღიანი პროგრამის ფარგლებში სწავლების ცენტრის წარმომადგენლებმა მონაწილეებთან ერთად განიხილეს საგამოცდო პროგრამით განსაზღვრული ტესტების შინაარსობრივი მხარე, იმოიხილეს შესაბამისი საკანონმდებლო აქტები და შეასრულეს პრაქტიკული დავალებები. მოსამზადებელი სასწავლო კურსი დისტანციურად (zoom პლატფორმის გამოყენებით) 15-21 მარტის პერიოდში ჩატარდა.

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების გამოცდები, მიმდინარე წლის 22-27 მარტის პერიოდში, სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიასთან თანამშრომლობით, განახორციელა.

  • მიმდინარე გამოცდა
  • დასრულებული გამოცდა
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia