საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საინფორმაციო შეხვედრები საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგებთან

28.02.2024
ბეჭდვა

ცესკო და სწავლების ცენტრი საარჩევნო კულტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით აგრძელებს მასშტაბური ხასიათის პროექტების განხორციელებას.

მიმდინარე ეტაპზე, სწავლების ცენტრი, საჯარო სკოლების საბაზო და საშუალო საფეხურის სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის ატარებს საინფორმაციო კურსს „დემოკრატიული არჩევნები და საარჩევნო გარემო“.

პროექტი სიახლეს წარმოადგენს, ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან პარტნიორობით და ახალგაზრდა თაობის სამოქალაქო საარჩევნო ცნობიერების ამაღლების კომპლექსური ამოცანის შესრულებას ემსახურება.

საინფორმაციო კურსის ფარგლებში სწავლების ცენტრი სამოქალაქო განათლების პედაგოგებთან შემდეგ ძირითად საკითხებს განიხილავს: ამომრჩევლის როლის მნიშვნელობა და პოლიტიკური კულტურის ასპექტები; დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პრინციპები და საერთაშორისო სტანდარტები; არჩევნების მოდერნიზაციის ტენდენციები და ხმის მიცემის პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენება; ამომრჩევლის საარჩევნო უფლების რეალიზება, ფარულობა და დაცულობა კენჭისყრის პროცესში; ინკლუზიური საარჩევნო გარემო; საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ამომრჩევლებისთვის შეთავაზებული საარჩევნო სერვისები. შეხვედრებზე პედაგოგები ასევე მონაწილეობას იღებენ იმიტირებულ არჩევნებში და პრაქტიკაში ეცნობიან ელექტრონული აპარატებით კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობას.

სწავლების ცენტრის მიერ პედაგოგებისთვის შემუშავებული პროგრამა ითვალისწინებს  შემდგომში არჩევნების მოდულზე საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვის ხელშეწყობას და მოსწავლეებისთვის განახლებული ინფორმაციის გაზიარებას. ამ მიზნებისთვის მასწავლებლებს გადაეცემათ სპეციალურად მომზადებული დამატებითი რესურსი, რომელიც მოიცავს განსახილველ საარჩევნო თემატიკას, თემის განვრცობისთვის განკუთვნილ საკითხავ მასალას, პრაქტიკული სავარჯიშოებს და სარეკომენდაციო მითითებებს ჩატარების მეთოდოლოგიის შესახებ.

საინფორმაციო შეხვედრები 2024 წლის 26 თებერვლიდან დაიწყო და 7 მარტის ჩათვლით პერიოდში 22 მუნიციპალიტეტში მოქმედ საგანმანათლებლო რესურსცენტრებში გაიმართება. მასში მონაწილეობას 552 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგები და შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები მიიღებენ.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
567891011
12131415161718
1920
21
22232425
262728293031 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia