საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სერტიფიცირების გამოცდები იწყება

07.02.2024
ბეჭდვა

2024 წლის 19 თებერვლიდან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სერტიფიცირების გამოცდები იწყება. პროცესის ორგანიზება-ჩატარებას სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი (სწავლების ცენტრი) უზრუნველყოფს.

სერტიფიცირების გამოცდაზე რეგისტრაცია შეუძლია საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან.

რეგისტრაციის ვადა და წესი:

გამოცდაში მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ დისტანციურად 24 საათიან რეჟიმში, 2024 წლის 08 თებერვლის 10:00 საათიდან 14 თებერვლის 24:00 საათამდე, ვებ-გვერდზე: https://registration.cec.gov.ge/  (ვებ-გვერდზე განთავსებულია რეგისტრაციის  ინსტრუქცია).

რეგისტრაციის მიზნით, დაინტერესებულ პირებს ასევე შეუძლიათ მიმართონ გამოცდის სამდივნოებს, 2024 წლის 08 თებერვლიდან 14 თებერვლის პერიოდში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შაბათ - კვირის გარდა (გამოცდის სამდივნოების მისამართები მოცემულია ბმულზე). მოქალაქემ თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.

გამოცდები 2024 წლის 19 თებერვლიდან იწყება. მოქალაქეს გამოცდის ჩაბარება შეუძლია საქართველოს მასშტაბით გახსნილ 8 საგამოცდო ცენტრში: თელავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, თეთრიწყარო, ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა (საგამოცდო ცენტრების მისამართები და მისაღებ მონაწილეთა ადგილების რაოდენობა მოცემულია ბმულზე).

გამოცდაზე რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებით მოქალაქეთა საყურადღებოდ:

გამოცხადებულ სერტიფიცირების გამოცდაზე რეგისტრაცია შესაძლებელია დასრულდეს შესაბამისი ვადების ამოწურვამდე, საგამოცდო ცენტრების მიხედვით გამოცდაზე მისაღებ მონაწილეთა ადგილების რაოდენობის შევსებისთანავე.

ცესკოს 2023 წლის 21 მარტის N32/2023 დადგენილებით დამტკიცებული „საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა და ხელმძღვანელ პირთა სერტიფიცირების დებულების“ მიხედვით, გამოცხადებული სერტიფიცირების გამოცდა არ ითვალისწინებს იმ მოქალაქეების რეგისტრაციას, რომლებსაც გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების მომენტისთვის უდასტურდებათ შემდეგი ინფორმაცია:

ა) მოქალაქე ბოლოს ჩატარებული ორი საერთო არჩევნებიდან ან ბოლოს ჩატარებული ორი შუალედური არჩევნებიდან რომელიმეს დანიშვნის შემდეგ იყო პარტიის მიერ დანიშნული საარჩევნო კომისიის წევრი, საარჩევნო სუბიექტი ან საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი;

ბ) მოქალაქე ბოლოს ჩატარებული საერთო არჩევნების წლის დასაწყისიდან ან ბოლოს ჩატარებული შუალედური არჩევნების წლის დასაწყისიდან იყო რომელიმე პარტიის შემომწირველი;

გ) მოქალაქე, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან, – თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან 4 წლის განმავლობაში;

დ) მოქალაქე, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო სასამართლომ ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 4 წლის განმავლობაში.

სერტიფიცირების გამოცდის საჯაროობა:

გამოცდის მიმდინარეობაზე საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, გამოცდაზე დამკვირვებლებად დაიშვებიან აკრედიტებული ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

გამოცდაზე აკრედიტაცია შესაძლებელია დისტანციურად: 24 საათიან რეჟიმში, 2024 წლის 08 თებერვლის 10:00 საათიდან 14 თებერვლის 24:00 საათამდე, ელექტრონულ ფოსტაზე centre@electionreforms.ge განაცხადის გაგზავნის ფორმით, ასევე, შესაბამის საგამოცდო ცენტრებში სამდივნოს მეშვეობით: 2024 წლის 08 თებერვლიდან 14 თებერვლის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შაბათ - კვირის გარდა.

სერტიფიცირების გამოცდის ჩატარების წესი:

სერტიფიცირების გამოცდა ტარდება ელექტრონული ტესტირების მეთოდით. გამოცდის ხანგრძლივობა 1 საათია. გამოსაცდელისათვის ელექტრონულ პროგრამაში ავტომატურად, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით შეირჩევა 24 საგამოცდო ტესტი, ყოველ საგამოცდო ტესტზე სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით. დადებითი შეფასების მისაღებად გამოსაცდელმა უნდა დააგროვოს 15 ქულა. სერტიფიკატის მოქმედების ვადა განისაზღვრება გამოცდის ჩაბარებიდან 5 წლის ვადით.

ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით, სწავლების ცენტრმა საგამოცდო ტესტები თარგმნა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის. გამოცდა ქართულ-სომხურ-აზერბაიჯანულ ენებზე ჩატარდება და ნათარგმნი საგამოცდო ტესტები უცვლელი ფორმით გამოიყენება სერტიფიცირების პროცესში.

ტესტები ხელმისაწვდომია ბმულებზე:

  • საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სერტიფიცირების საგამოცდო ტესტები
  • საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სერტიფიცირების საგამოცდო ტესტები (ARM)
  • საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სერტიფიცირების საგამოცდო ტესტები (AZR)

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 032 2 61 21 11

ვიდეო გალერეა

2024 წლის 19 თებერვლიდან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სერტიფიცირების გამოცდები იწყება 2024 წლის 19 თებერვლიდან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სერტიფიცირების გამოცდები იწყება (სომხურ ენაზე) 2024 წლის 19 თებერვლიდან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სერტიფიცირების გამოცდები იწყება (აზერბაიჯანულ ენაზე)
  • მიმდინარე გამოცდა
  • დასრულებული გამოცდა
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
ივნისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
16
17
1819202122
23242526272829
30      
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia