საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

2013 წლის 27 მაისიდან საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო

27.05.2013
ბეჭდვა

მიმდინარე წლის 1 ივლისიდან საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდები იწყება.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ეგიდით გამოცდების ჩატარებას უზრუნველყოფს სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი (სწავლების ცენტრი).

სერტიფიცირების მიზანია საქართველოს მოქალაქის საარჩევნო კანონმდებლობის ცოდნისა და ზოგადი უნარების დადგენა, შემდგომში საარჩევნო ადმინისტრაციის მაღალკვალიფიციური მოხელეების შერჩევის მიზნით.

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირება ჩატარდება:

I. გამოცდის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია განხორციელდება ე.წ. „ონლაინ“ რეჟიმში, ინტერნეტის მეშვეობით, 27 მაისიდან 21 ივნისის 18:00 საათამდე

II. გამოცდა ჩატარდება ელექტრონული ტესტირების მეთოდით

I. გამოცდის ჩატარების მსურველთა რეგისტრაცია „ონლაინ“ რეჟიმში ინტერნეტით - http://registration.cec.gov.ge/

‹ გამოცდის ჩაბარების მსურველთა გამარტივებული ონლაინ“ რეგისტრაცია მხოლოდ რამდენიმე წუთს მოითხოვს

‹ სწავლების ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.electionreforms.ge განთავსებულ ელექტრონულ განაცხადში ივსება შემდეგი ველები:

‹‹ გვარი, სახელი

‹‹ პირადი ნომერი (საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საქართველოს მოქალაქის პასპორტის მიხედვით)

‹‹ დაბადების თარიღი

‹‹ მისამართი (რეგისტრაციის ადგილის მიხედვით; იძულებით გადაადგილებული პირის  შემთხვევაში – ფაქტობრივი მისამართი)

‹‹ სქესი

‹‹ საკონტაქტო ინფორმაცია - ტელეფონი, ელ-ფოსტა (არასავალდებულო ველი)

‹ გამოცდის ჩაბარების მსურველს ეძლევა შესაძლებლობა თავისი შეხედულებისამებრ შეარჩიოს გამოცდაზე გამოცხადების თარიღი და დრო

‹ შევსებული ელექტრონული განაცხადის გაგზავნისთანავე გამოცდის ჩაბარების მსურველი ავტომატურ რეჟიმში და ასევე ელექტრონულ ფოსტაზე (ასეთის მითითების შემთხვევაში) იღებს შეტყობინებას რეგისტრაციის დადასტურების შესახებ (რეგისტრაციის ნომრის, გამოცდაზე გამოცხადების თარიღის, დროისა და ადგილის მითითებით)

‹ მოქალაქეებს, რომლებსაც  ინტერნეტთან ხელი არ მიუწვდებათ, დასარეგისტრირებლად შეუძლიათ მიმართონ სწავლების ცენტრის სასერტიფიკაციო გამოცდის სამდივნოს 27 მაისიდან 21 ივნისის ჩათვლით, მისამართზე: ქ.თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ (10:00 – 18:00, შაბათ-კვირის გარდა)

‹ დასარეგისტრირებლად მოქალაქემ სამდივნოს უნდა წარუდგინოს მხოლოდ საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი

II. სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესი:

‹ სასერტიფიკაციო გამოცდის ტესტები საჯაროა და გამოქვეყნებულია ცესკოსა და სწავლების ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდებზე (www.cesko.ge; www.electionreforms.ge)

‹ გამოქვეყნებული საგამოცდო ტესტები უცვლელი ფორმით გამოიყენება სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარებისას (მათემატიკური ტესტების ნაწილში, გამოცდის ჩატარებისას იცვლება მხოლოდ რიცხვითი მონაცემები)

‹ გამოსაცდელმა სასერტიფიკაციო გამოცდაზე გამოცხადებისას თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი

‹ გამოცდის ჩატარების ხანგრძლივობა 1 საათია

‹ თითოეული გამოსაცდელისათვის შეირჩევა 30 საგამოცდო ტესტი, რომელიც მოიცავს:

‹‹ საქართველოს კონსტიტუციიდან  - 6 კითხვას

‹‹ საქართველოს ორგანული კანონიდან  ”საქართველოს საარჩევნო კოდექსი” - 17 კითხვას

‹‹ ზოგადი უნარებიდან (მათემატიკური ნაწილი) - 5 კითხვას

‹‹ ზოგადი უნარებიდან (ვერბალური ნაწილი) - 2 კითხვას

სასერტიფიკაციო გამოცდის მიმდინარეობაზე საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, გამოცდაზე დამკვირვებლებად დაიშვებიან აკრედიტირებული ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

აკრედიტაციის მიზნით, დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა განცხადებით უნდა მიმართონ სწავლების ცენტრის სასერტიფიკაციო გამოცდის სამდივნოს 27 მაისიდან 21 ივნისის ჩათვლით, მისამართზე: ქ.თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ (10:00 – 18:00, შაბათ - კვირის გარდა).

საგამოცდო დარბაზში დაიშვება არა უმეტეს სამი დამკვირვებლისა (ერთი და იმავე ორგანიზაციიდან საგამოცდო დარბაზში დაიშვება მხოლოდ ერთი დამკვირვებელი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აკრედიტაცია გაიარა მხოლოდ ერთმა ორგანიზაციამ). აკრედიტირებული დამკვირვებლების რაოდენობის გათვალისწინებით, 27-28 ივნისის შეიძლება ჩატარდეს წილისყრა საგამოცდო დარბაზში დამკვირვებლების დაშვების რიგითობის განსაზღვრის მიზნით (წილისყრის ჩატარების შესახებ შეტყობინება დაიგზავნება აკრედიტირებული დამკვირვებლების ელექტრონულ ფოსტაზე).

საკონტაქტო ინფორმაცია:

ცესკო - 251-00-51 (ცხელი ხაზი)

სწავლების ცენტრი - 261-21-11

საკონტაქტო პირი: ზურაბ ლუაშვილი 599 95 83 83

  • მიმდინარე გამოცდა
  • დასრულებული გამოცდა
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia