საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

სომხეთის რესპუბლიკის საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაციის ვიზიტი ცესკოსა და სწავლების ცენტრში

23.10.2023
ბეჭდვა

საარჩევნო სფეროში სასწავლო პროგრამების განხორციელების მიმართულებით გამოცდილების გაზიარების მიზნით, 23 ოქტომბერს სომხეთის რესპუბლიკის საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო) და სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრს (სწავლების ცენტრი) ესტუმრნენ.

შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა, რომელმაც დელეგაციის წარმომადგენლებს გააცნო საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიული ხედვა პროფესიონალიზმის ხელშეწყობის მიზნით სწავლების კომპონენტის მნიშვნელობაზე.

როგორც სომხეთის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ვაჰან ჰოვაკიმიანმა აღნიშნა, დელეგაცია განსაკუთრებით დაინტერესებულია საქართველოში საარჩევნო სფეროში მოქმედი სასწავლო ინსტიტუციის - სწავლების ცენტრის მუშაობით, რადგან სომხეთის რესპუბლიკის საარჩევნო ადმინისტრაცია ასევე გეგმავს მსგავსი სასწავლო ცენტრის ჩამოყალიბებას.

სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა დელეგაციის წევრებს დეტალურად გააცნო სწავლების ცენტრის ინსტიტუციური მოწყობა და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, განიხილა ამომრჩევლებისთვის, არჩევნებში ჩართული მხარეებისა და საარჩევნო კომისიებისთვის დანერგილი სასწავლო პროგრამები, სასერტიფიკაციო კურსები, საარჩევნო კულტურის განვითარებაზე ორიენტირებით არასაარჩევნო და საარჩევნო პერიოდისთვის შემუშავებული სატრენინგო კონცეფციები. ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი შარაბიძემ კი სტუმრებს გაუზიარა ის პრაქტიკული გამოცდილება, რასაც ცესკო და სწავლების ცენტრი  მიმდინარე რეფორმის ფარგლებში საარჩევნო ტექნოლოგიების შესახებ საზოგადოების აქტიური ინფორმირების მიზნებისთვის იყენებს.

სომხეთის რესპუბლიკის დელეგაცია ცესკოს თავმჯდომარის ვაჰან ჰოვაკიმიანის, ცესკოს მდივნის არმენ სმბატიანის და წევრის ანნა გრიგორიანის შემადგენლობით იყო წარმოდგენილი. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი სამუშაო შეხვედრები სხვა ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციებისთვის გამოცდილების გაზიარების მიზნით პერიოდულად იმართება.

ფოტო გალერეა

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia