საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საინფორმაციო შეხვედრა ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებისთვის

29.09.2023
ბეჭდვა

2023 წლის 28 სექტემბერს, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა (სწავლების ცენტრი) ჩართულ მხარეებთან მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს 2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის დამკვირვებლად რეგისტრირებული ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებმა.

ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა, მონაწილეებს გაუზიარა ინფორმაცია საქართველოში არჩევნების მოდერნიზების, საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებისა და მათი დანერგვის მნიშვნელობის შესახებ. სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა ჩართულ მხარეებს მიაწოდა ინფორმაცია 1 ოქტომბრის არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების გადამზადების პროგრამის შესახებ, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი შარაბიძემ კი საარჩევნო ადმინისტრაციის ეგიდით მიმდინარე აქტიური საინფორმაციო კამპანია მიმოიხილა და ამ მიმართულებით არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

საქართველოს საკანონმდებლო სიახლეები, საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენების მსოფლიო პრაქტიკა და  საერთაშორისო სტანდარტები, არჩევნებში ჩართული მხარეების როლი და უფლებრივი მდგომარეობა კენჭისყრის პროცესში - ეს ის ძირითადი საკითხებია, რომელიც სწავლების ცენტრის თანამშრომლებმა მონაწილეებს დეტალურად გააცნეს. გაიმართა დისკუსია, სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელმა ამომწურავი პასუხები მიიღეს მათთვის საინტერესო კითხვებზე.

შეხვედრის დასკვნითი ნაწილი საარჩევნო ელექტრონული აპარატების დემონსტრირებას დაეთმო. გაიმართა იმიტირებული კენჭისყრა, სადაც მონაწილეებმა პრაქტიკაში გამოცადეს ამომრჩევლის ვერიფიკაციის აპარატისა და ხმის დათვლის ელექტრონული აპარატის მუშაობა.

საინფორმაციო შეხვედრა თბილისში, სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ“ გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღო 2023 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებული 13 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის და ორი საარჩევნო სუბიექტის 44-მა წარმომადგენელმა.

ვიდეო გალერეა

შეხვედრა ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებისთვის

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia