საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის ჩატარებული საარჩევნო კომისიების წევრთა სატრენინგო ციკლის შეჯამება

27.09.2023
ბეჭდვა

სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის (სწავლების ცენტრი) მიერ შემუშავებული ტრენინგების კონცეფციის შესაბამისად, 2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის  საარჩევნო კომისიების წევრებმა ინტენსიური გადამზადება გაიარეს.

საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცედურული სპეციფიკების გათვალისწინებით, სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული პროფილური სასწავლო პროგრამის მიხედვით:

  • 103 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა ტრენინგები გაიარეს ელექტრონული საშუალებების გამოყენებით კენჭისყრის წარმართვის პროცედურებთან დაკავშირებით (ოთხი ეტაპი);
  • 30 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა დეტალური ინსტრუქტაჟი მიიღეს ელექტრონული საშუალებების გამოყენების გარეშე კენჭისყრის განხორციელების რეგულაციებზე (ოთხი ეტაპი).

სატრენინგო პროგრამის ფარგლებში საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები დეტალურად გაეცნენ კენჭისყრის პროცესში ამომრჩევლებისთვის განსახორციელებელი სერვისის პრაქტიკულ ასპექტებს. ყურადღება გამახვილდა საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე და კომისიის სხვა წევრების მიერ კენჭისყრის პროცესში ფუნქციების შესრულების ტექნიკაზე. სასწავლო პროგრამა მათ შორის მოიცავდა კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენაზე პრაქტიკული უნარების განვითარების კომპონენტს. 

საარჩევნო კომისიებისთვის, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართება, სატრენინგო პროგრამა ყველა ეტაპზე ითვალისწინებდა ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატებისა და ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატების მუშაობის მოდელირებას და კომისიის წევრთა სინქრონულ სწავლებას. კენჭისყრის პროცესში ინტეგრირებულ სიახლეებზე ელექტორატის ინფორმირების მაღალი მნიშვნელობიდან გამომდინარე, აღნიშნულ საარჩევნო უბნებზე, კომისიების წევრებმა მიიღეს ინსტრუქტაჟი რეგისტრატორის ფუნქციის შესრულებისას ამომრჩევლებთან განსახორციელებელი კომუნიკაციის თაობაზე და ხმის მიცემის პროცედურულ სიახლეებზე ამომრჩევლებისთვის მისაცემი განმარტებების შესახებ.

სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებულმა 40 ტრენერმა ჯამურად უზრუნველყო 387 სატრენინგო სესიის ჩატარება, მათ შორის:

  • 303 სატრენინგო სესია - საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით გაიმართება;
  • 84 სატრენინგო სესია - საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე ჩატარდება.

ტრენინგებზე საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა დასწრების მონაცემების მიხედვით სტატისტიკა წარმოდგენილია ბმულებზე:

  • I ეტაპი - განკუთვნილი საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირებისთვის;
  • II ეტაპი - განკუთვნილი საუბნო საარჩევნო კომისიის სხვა წევრებისთვის;
  • დამატებითი ეტაპი - განკუთვნილი საარჩევნო კომისიების შეცვლილი (ახალი) წევრებისა და იმ წევრებისთვის, ვინც ვერ დაესწრნენ I და II ეტაპის ტრენინგებს;
  • III ეტაპი - განკუთვნილი საუბნო საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობისთვის;
  • IV ეტაპი - განკუთვნილი საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირებისთვის.

სწავლების ცენტრმა N12 გურჯაანის, N30 კასპის და N32 გორის საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზე იმართება შუალედური/რიგგარეშე არჩევნები, დეტალური ინსტრუქტაჟი ჩაუტარა საოლქო საარჩევნო კომისიის მანდატის ფარგლებში განსახორციელებელი საქმიანობების და კენჭისყრის პროცესში გამოსაყენებელი ელექტრონული აპარატების ფუნქციონირების საკითხებზე.

კენჭისყრის პროცედურებზე ამომრჩევლების და ჩართული მხარეების ინფორმირების უზრუნველსაყოფად, ასევე,  საოლქო/საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების მიერ საქმიანობის ეფექტიანად წარმართვის ხელშეწყობის მიზნებისთვის, სწავლების ცენტრმა, ცესკოსთან თანამშრომლობით, შეიმუშავა სხვადასხვა სახის საინფორმაციო-სასწავლო მასალა, რომელიც ხელმისაწვდომია ბმულზე.

კენჭისყრის პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების ინტეგრირება კომპლექსური პროცესია. საარჩევნო ადმინისტრაციისა და სწავლების ცენტრის მიერ განხორციელებული საინფორმაციო-სასწავლო ღონისძიებები მიზნად ისახავს ამომრჩევლების ქცევის ტრანსფორმირების ხელშეწყობას, ჩართული მხარეების საარჩევნო ცნობიერების ამაღლებას და საარჩევნო სერვისის მიმწოდებელი ადმინისტრატორების პროფესიული უნარების განვითარებას.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
ივნისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
1617
18
19202122
23242526272829
30      
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia