საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საინფორმაციო შეხვედრები საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებთან

18.09.2023
ბეჭდვა

საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა (სწავლების ცენტრი) 2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართა.

კენჭისყრის პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების ინტეგრირება კომპლექსური პროცესია - მოითხოვს ამომრჩევლების ქცევის ტრანსფორმირებისთვის აუცილებელი საინფორმაციო პროგრამების განხორციელებას, ასევე სერვისის მიმწოდებელი საარჩევნო კომისიების პროფესიული უნარების განვითარებას. სწავლების ცენტრის მიერ დაგეგმილი შეხვედრები საარჩევნო ადმინისტრატორებთან, ხელს უწყობს რეფორმით შემოთავაზებული სიახლეების გაცნობას და კენჭისყრის პროცესში ელექტრონული აპარატების ეფექტიანად მართვას.  

აღნიშნული მიზნით,  მიმდინარე წლის  16 სექტემბერს სწავლების ცენტრმა ინსტრუქტაჟი ჩაატარა სამი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის (5 წლის ვადით არჩეული და საარჩევნო პერიოდისთვის პარტიების მიერ დანიშნული წევრების შემადგენლობით), რომლის ფარგლებშიც მონაწილეები დეტალურად გაეცნენ პროცედურულ სიახლეებს, საარჩევნო პროცესში ამომრჩეველთა ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატების ფუნქციონირების პრაქტიკულ ასპექტებს და საოლქო საარჩევნო კომისიის მანდატის ფარგლებში განსახორციელებელ სხვა საკითხებს, მათ შორის: საუბნო საარჩევნო კომისიებთან კოორდინაცია/კომუნიკაცია; საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების გადამოწმება/ხელახლა დათვლა; საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შეჯამება.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
ივნისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
161718
19
202122
23242526272829
30      
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia