საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საქართველოს და ალბანეთის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებმა ერთმანეთს საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით არსებული გამოცდილება გაუზიარეს

11.07.2023
ბეჭდვა

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის პარალელურად კარგ საერთაშორისო პრაქტიკას სწავლობს. სწორედ ამ მიზნით ადმინისტრაციის წარმომადგენლები თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის მიერ ორგანიზებული სასწავლო ვიზიტით ალბანეთში იმყოფებოდნენ.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციამ შეხვედრები გამართა ალბანეთის ცესკოს ხელმძღვანელ პირებთან და სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებთან. მხარეებმა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს როგორებიცაა, ორი ქვეყნის საარჩევნო სისტემა, საარჩევნო ადმინისტრაციის სტრუქტურა, ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება არჩევნების მართვის პროცესში, საარჩევნო კანონმდებლობა და მისი აღსრულება, ელექტრონული ხმის მიცემის და დათვლის ტექნოლოგიების სპეციფიკა, შედეგების გამოქვეყნება, საინფორმაციო კამპანია, ამომრჩეველთა განათლება, მედიის როლი, დეზინფორმაციის პრევენციისა და რეაგირების გზები.  შეხვედრის ფარგლებში ალბანეთის ცესკოს წარმომადგენლებმა იმ ელექტრონული აპარატურის დემონსტრირებაც განახორციელეს, რომელსაც ვერიფიკაციის, ხმის მიცემის და დათვლის პროცესში იყენებენ. 

გარდა ამისა, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაცია ალბანეთის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც შეხვდა, რომლებმაც  საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით მათი დაკვირვების შედეგებზე ისაუბრეს და საქართველოს გამოცდილებით დაინტერესდნენ.

ალბანეთში ვიზიტისას ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა ასევე მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში თემაზე „საარჩევნო პროცესების გაციფრულება - კიბერუსაფრთხოებისა და ინსტიტუციური თანამშრომლობის პერსპექტივები“. კონფერენციაზე, რომელიც ალბანეთის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის, დემოკრატიისა და არჩევნების ხელშეწყობის საერთაშორისო ინსტიტუტის (International IDEA) და ფინეთის სამართლის უზენაესობის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა გიორგი კალანდარიშვილმა იმ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ ინტერვენციაზე ისაუბრა, რომელიც ადმინისტრაციამ 2018 წლიდან 2023 წლამდე ეტაპობრივად განახორციელა. ასევე დეტალურად ისაუბრა 2024 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის მზადების პროცესზე და ამ მიმართულებით დაგეგმილ აქტივობებზე.

ალბანეთს საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, ამდენად მათი გამოცდილების გაზიარება საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისთვის საარჩევნო რეფორმის განხორციელების ამ ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ასეთი ტიპის შეხვედრები და გამოცდილების გაზიარება  უზრუნველყოფს, რომ ელექტრონული ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენებისას ყველა მოსალოდნელი რისკი იყოს დაზღვეული და პროცესი სწორად ადმინისტრირებული.  

საქართველოს და ალბანეთის რესპუბლიკის ცენტრალურ საარჩევნო კომისიებს მჭიდრო თანამშრომლობა აქვთ. მიმდინარე წლის 28 აპრილს მხარეებს შორის  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც  გაფორმდა, რომელიც  არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების კუთხით ინფორმაციისა და ექსპერტული ცოდნის გაზიარებას ისახავს მიზნად. 4-6 ივლისს ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში განხორციელებული სასწავლო ვიზიტი სწორედ ამ მემორანდუმის ერთგვარი გამოძახილია. სამუშაო შეხვედრებში საქართველოს ცესკოს საარჩევნო საინფორმაციო ტექნოლოგიების, სტრატეგიული კომუნიკაციების და იურიდიული დეპარტამენტების, ასევე სწავლების ცენტრის და ევროპის საბჭოს წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.

სასწავლო ვიზიტი საქართველოში ევროსაბჭოს ოფისის ორგანიზებითა და ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების კარგი პრაქტიკის შეისწავლის მიზნით სასწავლო ვიზიტებს სხვა ქვეყნებშიც გეგმავს, რომლებსაც მსგავსი ტიპის გამოცდილება აქვთ.

ფოტო გალერეა

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
ოქტომბერი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
23
4
5678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2023 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia