საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საინფორმაციო შეხვედრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების მასწავლებლებთან

03.07.2023
ბეჭდვა

საარჩევნო ადმინისტრაცია საარჩევნო კულტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით აგრძელებს საინფორმაციო-სასწავლო პროგრამების განხორციელებას. ამჯერად, სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა (სწავლების ცენტრი) და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ (უსკო), საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის მხარდაჭერით, ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგებთან. ღონისძიება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს  ჩართულობით განხორციელდა.

საინფორმაციო შეხვედრა მიზნად ისახავდა არჩევნების მნიშვნელობის საკითხზე მსჯელობასა და მასწავლებლებისთვის საარჩევნო რეფორმის სიახლეების გაზიარებას, შემდგომში სკოლის მოსწავლეებისთვის აღნიშნული ინფორმაციის გადაცემისა და ახალგაზრდების ინფორმირებულ ამომრჩევლებად ფორმირების პროცესის ხელშესაწყობად.

ღონისძიება საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ სტეფან სირბუმ გახსნა. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, უსკოს თავმჯდომარემ პარმენ ჯალაღონიამ და სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა მიმართეს. გახსნის სესიაზე სპიკერებმა აღნიშნეს, რომ დემოკრატიული საზოგადოების განვითარების გზაზე აუცილებელია გაიზარდოს ახალგაზრდების ჩართულობა არჩევნებში და ამ მიმართებით სამოქალაქო განათლების პედაგოგებს აქვთ მნიშვნელოვანი როლი სკოლის ასაკიდანვე მოქალაქეთა საარჩევნო ცნობიერების ამაღლების პროცესში.

შეხვედრის ფორმატში სწავლების ცენტრის წარმომადგენლებმა პედაგოგებს დეტალურად გააცნეს შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხები: ადამიანის უფლებათა არსი და საარჩევნო უფლების მნიშვნელოვანი ადგილი მოქალაქეთა პოლიტიკური უფლებების სპექტრში; დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პრინციპები და საერთაშორისო სტანდარტები; საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მანდატი და ამომრჩევლებისთვის შეთავაზებული სერვისები; არჩევნებში ჩართული მხარეები; საქართველოში მიმდინარე საარჩევნო რეფორმა ტექნოლოგიურ სიახლეებთან მიმართებით. ევროპის საბჭოს ექსპერტმა, არდიტა დრიზა მაიერმა, მასწავლებლებს ევროპის პრაქტიკის ჭრილში მიაწოდა ინფორმაცია არჩევნებში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების საკითხებზე, ასევე ყურადღება გაამახვილა ევროპის საბჭოს სამართლებრივ და პოლიტიკის ინსტრუმენტებზე.

არჩევნებში ელექტრონული აპარატების გამოყენების პრაქტიკული ასპექტების გაცნობის მიზნით, სწავლების ცენტრმა იმიტირებული კენჭისყრის პროცესი გამართა ამომრჩეველთა ვერიფიკაციის და ხმის ელექტრონული მთვლელი აპარატების გამოყენებით, რომელშიც მონაწილეობა ღონისძიებაზე დამსწრე პედაგოგებმა მიიღეს.

საინფორმაციო შეხვედრა ევროპის საბჭოს პროექტის ფარგლებში „საარჩევნო პრაქტიკისა და პროცესის გამჭვირვალობის, ინკლუზიურობისა და სანდოობის მხარდაჭერა საქართველოში“ 2023 წლის 29-30 ივნისს, ბათუმში გაიმართა და მასში მონაწილეობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების 25 მასწავლებელმა მიიღო.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia