ცესკომ და სწავლების ცენტრმა, 2023 წლის 29 მაისიდან 24 ივნისის ჩათვლით პერიოდში, 64-ვე მუნიციპალიტეტში განახორციელა საინფორმაციო - სასწავლო პროექტი „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები - საუბნო საარჩევნო კომისიების პოტენციური წევრებისთვის“.
პროექტში მონაწილების მისაღებად 16298 მოქალაქე დარეგისტრირდა, მათგან კურსი 13137-მა პირმა გაიარა (კურსის წარმატებით დასრულების სერტიფიკატი 12260 მონაწილეს გადაეცა).
სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული პროფილური სასწავლო პროგრამის ფარგლებში მონაწილეები შემდეგ ძირითად საკითხებს გაეცნენ:
საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობის პრაქტიკული ასპექტების გაცნობის მიზნით, სასწავლო პროგრამაში მნიშვნელოვანი აქცენტები საარჩევნო პროცესში ინტეგრირებულ ტექნოლოგიურ სიახლეებზე გაკეთდა. პროექტის მონაწილეების უშუალო ჩართულობით ჩატარდა კენჭისყრის პროცედურების ეპიზოდური ინსცენირებები, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატისა და ხმის ელექტრონული მთვლელი აპარატის გამოყენებით.
საინფორმაციო - სასწავლო კურსი სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებულმა 206-მა ტრენერმა განახორციელა. პროექტი „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები“ მიზნად ისახავს დაინტერესებული პირების საუბნო საარჩევნო კომისიების პოტენციურ წევრებად გადამზადებას და საარჩევნო სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას.