საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ელექტრონული ტექნოლოგიების გაცნობის მიზნით ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება

09.06.2023
ბეჭდვა

2023 წლის 4-9 ივნისის პერიოდში, ცესკოს სწავლების ცენტრმა პარტნიორ უნივერსიტეტებში ჩაატარა სემინარების ციკლი თემაზე „არჩევნები და ელექტრონული ტექნოლოგიები“. ღონისძიების  ფარგლებში სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები გაეცნენ საერთაშორისო ტენდენციებს არჩევნებში ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებით და განიხილეს საქართველოს გამოცდილება კენჭისყრის პროცესში ელექტრონული აპარატების გამოყენების შესახებ.

თბილისსა და რეგიონებში მოქმედ 5 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში 12 საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. მასში მონაწილეობა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის (თბილისისა და ბათუმის წარმომადგენლობა), იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის 200-მდე სტუდენტმა მიიღო.

ახალგაზრდებმა კურსი დადებითად შეაფასეს, ისინი უშუალოდ ჩაერთნენ ელექტრონული აპარატების  გამოყენებით კენჭისყრის სიმულაციაში და მოდელირებულ არჩევნებში მონაწილეობით პრაქტიკული გამოცდილება მიიღეს.

ცესკოს და სწავლების ცენტრის ეგიდით მიმდინარე აქტიური საინფორმაციო კამპანია ორიენტირებულია საარჩევნო პროცესში დანერგილი სიახლეების პოპულარიზაციაზე და ახალგაზრდების აქტიურ, ინფორმირებულ ამომრჩევლებად ჩამოყალიბების ხელშეწყობაზე.

ვიდეო გალერეა

ტექნოლოგიების გაცნობის მიზნით სწავლების ცენტრი ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრებს ატარებს

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia