საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა უფლებებზე

09.06.2023
ბეჭდვა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა უფლებებზე მიიღებენ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) და სწავლების ცენტრის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლები ორდღიანი ტრენინგის ფარგლებში. სწავლება, რომელიც ინკლუზიური საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მხრივ თანამშრომელთა გადამზადებას ისახავს მიზნად, დღეს ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დემოკრატიული მმართველობის გუნდის ლიდერმა გიგი ბრეგაძემ გახსნეს. გიორგი კალანდარიშვილმა შშმ პირთა უფლებების მიმართულებით ადმინისტრაციის ხედვაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ინკლუზიური საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. 

„ჩვენ მუდმივად ვცდილობთ თანაბარი სერვისები შევთავაზოთ ამომრჩევლებს და ამ მიმართულებით მასშტაბურ საქმიანობებს ვახორციელებთ. საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიული გეგმაც, რომელიც ჩვენი უწყებისთვის მნიშვნელოვან დოკუმენტს წარმოადგენს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების კუთხით დაგეგმილ საქმიანობებზე და აქტივობებზეა აგებული. ჩვენ მუდმივად ვთანამშრომლობთ გაეროს განვითარების ფონდთან, რომელიც ადმინისტრაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პარტნიორია. დღეს კი გვაქვს შესაძლებლობა მათთან მჭიდრო თანამშრომლობით, მნიშვნელოვანი ცოდნა და გამოცდილება შევძინოთ ჩვენს თანამშრომლებს, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა ტრენინგის გახსნის დროს.

ტრენინგის მონაწილეები მოწვეული ექსპერტებისგან ანა არგანაშვილისგან და მარიამ მიქიაშვილისგან ინფორმაციას მიიღებენ ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა:   გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია (UN CRPD), მისი ძირითადი პრინციპები, უფლებები, აღსრულებისა და მონიტორინგის მექანიზმები, ასევე შშმ პირებთან კომუნიკაციის ეთიკური პრინციპები, შშმ პირთა არჩევნებში მონაწილეობა და სხვა.

სწავლება ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „ადამიანის უფლებები ყველასთვის - მეორე ფაზა“ ფარგლებში ორ ეტაპად განხორციელდება და მასში მონაწილეობას საარჩევნო ადმინისტრაციის 40-ზე მეტი თანამშრომელი მიიღებს. 

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia