საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნების ანგარიშის პრეზენტაცია

24.05.2023
ბეჭდვა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) არჩევნებში ჩართულ მხარეებს 29 აპრილის საქართველოს პარლამენტისა და საკრებულოს შუალედური, ასევე მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე არჩევნების ანგარიში წარუდგინა.

პრეზენტაცია ცესკოს თავმჯდომარემ წარადგინა და მონაწილეებს ინფორმაცია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით მიაწოდა როგორებიცაა: საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების, საარჩევნო კომისიების წევრების გადამზადების, წინასწარი შედეგების გამოცხადების, კენჭისყრის დღეს გამოვლენილი საკითხებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ამომრჩევლებისთვის შეთავაზებული სერვისები. გიორგი კალანდარიშვილმა ასევე დეტალურად ისაუბრა ამ არჩევნებზე მიღებულ გამოცდილებაზე და აღნიშნა, რომ ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით 29 აპრილის არჩევნები იყო კარგი შესაძლებლობა, რაც თავის მხრივ ადმინისტრაციას საშუალებას აძლევს მეტად მომზადებული შეხვდეს 2024 წლის პარლამენტის არჩევნებს.

შეხვედრაზე ცესკოს თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ტექნოლოგიური ინტერვენციის პროცესში საზოგადოების ინფორმირების მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით ადმინისტრაციის მიერ განხორციელებულ აქტივობებზე. ისაუბრა ჩართულ მხარეებთან კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით შექმნილ ახალ ფორმატებზე, რომელიც მოიცავს როგორც ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს ისე, საერთაშორისო ორგანიზაციებს, მედიას და ექსპერტულ წრეებს.

„მიზნობრივ ჯგუფებთან ეტაპობრივი და უწყვეტი კომუნიკაცია, მათ შორის ორმხრივი კომუნიკაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმის ეფექტიანი აღსრულებისთვის. შესაბამისად, ჩართულ მხარეებს დღეს წარვუდგინეთ 29 აპრილის შუალედური და რიგგარეშე არჩევნების ანგარიში შედეგებთან და მიგნებებთან დაკავშირებით და ასევე ვისაუბრეთ იმ საარჩევნო სიახლეების და ნოვაციების შესახებ, რომელიც ადმინისტრაციამ შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებზე დანერგა. ასევე ვისაუბრეთ ამომრჩეველთა ინფორმირების და განათლების აუცილებლობაზე, იმისთვის რომ ჩვენ 2024 წელს ჩავატაროთ საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების არჩევნები,“ - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა ღონისძიების შემდეგ მედიასთან საუბრისას.

ღონისძიება 24 მაისს საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ტექნიკური მხარდაჭერით გაიმართა. მასში მონაწილეობას, როგორც ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე პოლიტიკური პარტიებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები იღებდნენ. შეხვედრას ასევე დაესწრნენ საარჩევნო და საზოგადოებრივ საკითხებზე მომუშავე ექსპერტები.

ვიდეო გალერეა

29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნების ანგარიში

ფოტო გალერეა

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
ოქტომბერი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2
3
45678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2023 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia