საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საარჩევნო ადმინისტრატორის სასწავლო კურსები - საუბნო საარჩევნო კომისიების პოტენციური წევრებისთვის

03.05.2023
ბეჭდვა

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია და სწავლების ცენტრი, 2023 წლის 29 მაისიდან საქართველოს მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში განახორციელებს საინფორმაციო-სასწავლო პროექტს „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები - საუბნო საარჩევნო კომისიების პოტენციური წევრებისთვის“.

პროექტის ფარგლებში დაინტერესებული პირები გაივლიან სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებულ სამ დღიან კურსს და მიიღებენ ინფორმაციას კენჭისყრის პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების სიახლეებსა და საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობის შემდეგ ძირითად ასპექტებზე:

  • საუბნო საარჩევნო კომისიის სტატუსი და ძირითადი უფლებამოსილებების მიმოხილვა;
  • საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა კენჭისყრის დღისთვის მზადების პროცესში;
  • ხმის მიცემის პროცედურა და კენჭისყრის პროცესში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მიერ ფუნქციების შესრულების ტექნიკა;
  • კენჭისყრის პროცესში ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატებისა და ხმის ელექტრონული მთვლელი აპარატების ფუნქციონირება და გამოყენების წესი (განხორციელდება მოდელირება სინქრონული სწავლების ფორმატში);
  • კენჭისყრის პროცესის დასრულება, ხმების დათვლა და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენა.

„საარჩევნო ადმინისტრატორის სასწავლო კურსების“ ჩატარებას უზრუნველყოფენ სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული ტრენერები.

ინფორმაცია პროექტში მონაწილეობის მსურველთათვის:

საინფორმაციო-სასწავლო კურსის გავლა შეუძლია საქართველოს მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან.

სასურველია პროექტში მონაწილეობის მსურველ პირს გააჩნდეს საარჩევნო ადმინისტრაციაში მუშაობის გამოცდილება, არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობის გამოცდილება, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.

რეგისტრაციის პროცედურა:

  • საინფორმაციო-სასწავლო კურსის გავლის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ სპეციალური ელექტრონული პლატფორმის (Konkursi.cec.gov.ge) საშუალებით 4 მაისიდან 14 მაისის 24:00 სთ-მდე (დასვენების და უქმე დღეების ჩათვლით); შევსებულ აპლიკაციას თან უნდა დაერთოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა, პასპორტი) ფოტო ასლი.
  • საინფორმაციო-სასწავლო კურსის გავლის მსურველებს აქვთ ასევე შესაძლებლობა, რეგისტრაციის მიზნით მოთხოვნილი აპლიკაცია და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტო ასლი წარადგინონ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში (ცხრილში მითითებულ მისამართზე), 2023 წლის 4 მაისის 10:00 საათიდან - 14 მაისის 18:00 საათამდე, დასვენების და უქმე დღეების გარდა:

საოლქო საარჩევნო კომისია

დოკუმენტაციის წარდგენა მატერიალური ფორმით - მისამართზე

შესარჩევ მონაწილეთა რაოდენობის  ფარგლები

№1 მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. თბილისი, შიო მღვიმელის ქ. №1

138

№2 ვაკის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. თბილისი, ვაჟა ფშაველას გამზ. №32

288

№3 საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. თბილისი, ვაჟა ფშაველას გამზ. №32

336

№4 კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. თბილისი, შიო მღვიმელის ქ. №1

108

№5 ისნის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. თბილისი, მუხიანი, მე-3 მ/რ, კორპ. N23

276

№6 სამგორის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. თბილისი, მუხიანი, მე-3 მ/რ, კორპ. N23

384

№7 ჩუღურეთის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. თბილისი, ჯავახიშვილის ქ. №51

162

№8 დიდუბის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. თბილისი, აღმაშენებლის გამზირი №140ა

150

№9 ნაძალადევის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. თბილისი, სარაჯიშვილის ქ. №1

300

№10 გლდანის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. თბილისი, მუხიანის მე-3 მ/რ, კორპ. N23

414

№11 საგარეჯოს საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. საგარეჯო, ერეკლე II-ს №68

234

№12 გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. გურჯაანი, რუსთაველის ქ. №18

216

№13 სიღნაღის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. სიღნაღი, დავით აღმაშენებლის ქ. №19

138

№14 დედოფლისწყაროს საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. დედოფლისწყარო, რუსთაველის ქ. №29

120

№15 ლაგოდეხის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. ლაგოდეხი, ზაქათალას ქ. №44

174

№16 ყვარლის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. ყვარელი, ჭავჭავაძის ქ. №34

138

№17 თელავის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. თელავი, დავითაშვილის ქ. №2

228

№18 ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. ახმეტა, ბ. ჩოლოყაშვილის ქ. №50

132

№19 თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისია

დ. თიანეთი, რუსთაველის ქ. №54

120

№20 რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. რუსთავი, ფიროსმანის ქ. №19

288

№21 გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქ. №36

312

№22 მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. მარნეული, რუსთაველის №69

468

№23 ბოლნისის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. ბოლნისი, აღმაშენებლის ქ. №68

306

№24 დმანისის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. დმანისი, წმინდა ნინოს №39

300

№25 წალკის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. წალკა, კოსტავას ქ. №50

234

№26 თეთრიწყაროს საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. თეთრიწყარო, თამარ მეფის №35

240

№27 მცხეთის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. მცხეთა, აღმაშენებლის №51

222

№28 დუშეთის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. დუშეთი, მ. კოსტავას №23

276

№29 ყაზბეგის საოლქო საარჩევნო კომისია

ყაზბეგი, აღმაშენებლის ქ. №9

60

№30 კასპის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. კასპი, კოსტავას ქ. №16

174

№32 გორის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. გორი, სამების ქ. №1

510

№33 ქარელის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. ქარელი, თამარ მეფის ქ. №24

198

№35 ხაშურის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. ხაშური, კოსტავას ქ. №7

228

№36 ბორჯომის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. ბორჯომი, წმინდა ნინოს ქ. №11

138

№37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. ახალციხე, კეცხოველის ქ. №6

156

№38 ადიგენის საოლქო საარჩევნო კომისია

დ. ადიგენი, არტემ ბალახაშვილის ქ. №19

90

№39 ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. ასპინძა, ერეკლე II-ს ქ. №6

132

№40 ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. ახალქალაქი, ჯავახიშვილის ქ. №2

372

№41 ნინოწმინდის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. ნინოწმინდა, თავისუფლების ქ. №23

210

№43 ონის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. ონი, ქაფიანიძის ქ. №90

138

№44 ამბროლაურის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. ამბროლაური, აღმაშენებლის ქ. №24

216

№45 ცაგერის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. ცაგერი, რუსთაველის ქ. №39

246

№46 ლენტეხის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. ლენტეხი, თამარ მეფის ქ. №31

138

№47 მესტიის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. მესტია, თამარ მეფის ქ. №14

144

№48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისია

დ. ხარაგაული, 9 აპრილის ქ. №46

222

№49 თერჯოლის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. თერჯოლა, რუსთაველის ქ. №117

174

№50 საჩხერის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. საჩხერე, მაჭავარიანის ქ. №41

318

№51 ზესტაფონის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. ზესტაფონი, წერეთლის ქ. №5

264

№52 ბაღდათის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. ბაღდათი, სააკაძის ქ. №5

120

№53 ვანის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. ვანი, თავისუფლების ქ. №63

144

№54 სამტრედიის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. სამტრედია, რესპუბლიკის ქ. №6

204

№55 ხონის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. ხონი, კაკაბაძის ქ. №2

144

№56 ჭიათურის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. ჭიათურა, ნინოშვილის ქ. №5ა

294

№57 ტყიბულის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. ტყიბული, თაბუკაშვილის ქ. №8

186

№58 წყალტუბოს საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. წყალტუბო, ყაზბეგის ქ. №2ა

336

№59 ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. ქუთაისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №31

408

№60 ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. ოზურგეთი, დოლიძის ქ. №1

264

№61 ლანჩხუთის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. ლანჩხუთი, ჟორდანიას ქ. №76

186

№62 ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. ჩოხატაური, დუმბაძის ქ. №35

192

№63 აბაშის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. აბაშა, ჯორჯიკიას ქუჩა

120

№64 სენაკის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. სენაკი, რუსთაველის ქ. №221

204

№65 მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. მარტვილი, გამსახურდიას ქ. №4

204

№66 ხობის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. ხობი, ცოტნე დადიანის ქ. №185

144

№67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. ზუგდიდი, კოსტავას ქ. №58

414

№68 წალენჯიხის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. წალენჯიხა, სალიას ქ. №3

126

№69 ჩხოროწყუს საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. ჩხოროწყუ, კოსტავას ქ. №22

18

№70 ფოთის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. ფოთი, 26 მაისის ქ. №7

102

№79 ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. ბათუმი, დ. თავდადებულის ქ. №27

396

№80 ქედის საოლქო საარჩევნო კომისია

დ. ქედა, წერეთლის ქ. №2

168

№81 ქობულეთის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. ქობულეთი, მემედ აბაშიძის ქ. №10

318

№82 შუახევის საოლქო საარჩევნო კომისია

დ. შუახევი, სელიმ ხიმშიაშვილის ქ. №2

288

№83 ხელვაჩაურის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. ბათუმი, ტაოს ქ. №1

234

№84 ხულოს საოლქო საარჩევნო კომისია

დ. ხულო, ტბელ აბუსერიძის ქ. №9

318

საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ პროექტისთვის მონაწილეთა შერჩევისას გათვალისწინებული იქნება გენდერული ბალანსი და საოლქო საარჩევნო კომისიების მიხედვით ზემოაღნიშნულ ცხრილში მონაწილეთა განსაზღვრული რაოდენობის ფარგლები.

შენიშვნა:

  • ვადის დარღვევით წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ განიხილება.
  • საინფორმაციო-სასწავლო კურსი ჩატარდება 2023 წლის 29 მაისი - 24 ივნისის პერიოდში.
  • პროექტში მონაწილეობისთვის შერჩეული პირების კურსზე მოწვევა განხორციელდება არაუგვიანეს 2023 წლის 23 მაისისა. მონაწილეების ინფორმირება კურსის დაწყების დაზუსტებული თარიღის და დროის თაობაზე, ასევე, პროექტის საჭიროებებიდან გამომდინარე მონაწილეებთან შემდგომი კომუნიკაცია განხორციელდება სააპლიკაციო ფორმაში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე შეტყობინებების გაგზავნის ფორმით ან სატელეფონო კომუნიკაციის ფორმით.
  • პროექტის ფარგლებში უზრუნველყოფილ იქნება მონაწილეთა კვება. მონაწილეთა ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ხარჯი არ ანაზღაურდება.

ვიდეო გალერეა

საარჩევნო ადმინისტრატორის სასწავლო კურსები - საუბნო საარჩევნო კომისიების პოტენციური წევრებისთვის Ընտրությունների ադմինիստրատորի վերապատրաստման դասընթացներ Seçki inzibatçılarının hazırlanması kursları - məntəqə seçki komissiyalarının potensial üzvləri üçün
  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
567891011
12131415161718
192021
22
232425
262728293031 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia