საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

2023 წლის 29 აპრილის შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის ჩატარებული საარჩევნო კომისიების წევრთა სატრენინგო ციკლის შეჯამება

27.04.2023
ბეჭდვა

სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის (სწავლების ცენტრი) მიერ შემუშავებული ტრენინგების კონცეფციის შესაბამისად, 2023 წლის 29 აპრილის შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის  საარჩევნო კომისიების წევრებმა ინტენსიური გადამზადება გაიარეს.

საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცედურული სპეციფიკების გათვალისწინებით, სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული პროფილური სასწავლო პროგრამის მიხედვით:

  • 117 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა ტრენინგები გაიარეს ელექტრონული საშუალებების გამოყენებით კენჭისყრის წარმართვის პროცედურებთან დაკავშირებით (სამი ეტაპი);
  • 47 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა დეტალური ინსტრუქტაჟი მიიღეს ელექტრონული საშუალებების გამოყენების გარეშე კენჭისყრის განხორციელების რეგულაციებზე (სამი ეტაპი);
  • სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებაში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა კი გადამზადება შესაბამის პროცედურულ საკითხებზე გაიარეს (ერთი ეტაპი);

სატრენინგო პროგრამის ფარგლებში საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები დეტალურად გაეცნენ კენჭისყრის პროცესში ამომრჩევლებისთვის განსახორციელებელი სერვისის პრაქტიკულ ასპექტებს. ყურადღება გამახვილდა საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე და კომისიის სხვა წევრების მიერ კენჭისყრის პროცესში ფუნქციების შესრულების ტექნიკაზე. სასწავლო პროგრამა მათ შორის მოიცავდა კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენაზე პრაქტიკული უნარების განვითარების კომპონენტს. 

სიახლეების ნაწილში აღსანიშნავია, რომ საარჩევნო კომისიებისთვის, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართება, სატრენინგო პროგრამა ყველა ეტაპზე ითვალისწინებდა ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატებისა და ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატების მუშაობის მოდელირებას და კომისიის წევრთა სინქრონულ სწავლებას.

სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებულმა 65 ტრენერმა ჯამურად უზრუნველყო 284 სატრენინგო სესიის ჩატარება, მათ შორის:

  • 206 სატრენინგო სესია - საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით გაიმართება;
  • 78 სატრენინგო სესია - საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე ჩატარდება.

ტრენინგებზე საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა დასწრების მონაცემების მიხედვით სტატისტიკა წარმოდგენილია ბმულებზე:

  • I ეტაპი - განკუთვნილი საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირებისთვის;
  • II ეტაპი - განკუთვნილი საუბნო საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობისთვის;
  • დამატებითი ეტაპი - განკუთვნილი საარჩევნო კომისიების შეცვლილი (ახალი) წევრებისა და იმ წევრებისთვის, ვინც ვერ დაესწრნენ II ეტაპის ტრენინგებს;
  • III ეტაპი - განკუთვნილი საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირებისთვის;
  • სატრენინგო ეტაპი - განკუთვნილი სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებაში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის.

18-22 აპრილის პერიოდში, სწავლების ცენტრმა 10-ვე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზე იმართება შუალედური/რიგგარეშე არჩევნები, დეტალური ინსტრუქტაჟი ჩაუტარა საოლქო საარჩევნო კომისიის მანდატის ფარგლებში განსახორციელებელი საქმიანობებისა და კენჭისყრის პროცესში გამოსაყენებელი ელექტრონული აპარატების ფუნქციონირების წესზე. ტექნოლოგიურ სიახლეებზე ინფორმირების კამპანიის ფარგლებში, აღსანიშნავია, რომ სწავლების ცენტრმა საინფორმაციო შეხვედრები ასევე გამართა 63 საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებთან (27 მარტი-7 აპრილი).

კენჭისყრის პროცედურებზე ამომრჩევლების და ჩართული მხარეების ინფორმირების უზრუნველსაყოფად, ასევე,  საოლქო/საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების მიერ საქმიანობის ეფექტიანად წარმართვის ხელშეწყობის მიზნებისთვის, სწავლების ცენტრმა, ცესკოსთან თანამშრომლობით, შეიმუშავა სხვადასხვა სახის საინფორმაციო-სასწავლო მასალა, რომელიც ხელმისაწვდომია ბმულზე.

კენჭისყრის პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების ინტეგრირება კომპლექსური პროცესია. საარჩევნო ადმინისტრაციისა და სწავლების ცენტრის მიერ განხორციელებული საინფორმაციო-სასწავლო ღონისძიებები მიზნად ისახავს ამომრჩევლების ქცევის ტრანსფორმირების ხელშეწყობას, ჩართული მხარეების საარჩევნო ცნობიერების ამაღლებას და საარჩევნო სერვისის მიმწოდებელი ადმინისტრატორების პროფესიული უნარების განვითარებას.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
მაისი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
29
30
31    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2023 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia