2023 წლის 29 აპრილს გასამართი შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის ცესკო და სწავლების ცენტრი სხვადასხვა სახის საინფორმაციო-სასწავლო რესურსს ამზადებს.
საარჩევნო რეფორმის ფარგლებში მიღებულ სიახლეებზე საარჩევნო კომისიების წევრებისა და სხვა ჩართული მხარეების ინფორმირების ხელშეწყობის მიზნით შემუშავდა შესაბამისი სახელმძღვანელო ინსტრუქციები, რომელშიც პროფილურად განხილულია ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით და ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე კენჭისყრის ჩატარების პროცედურები.
როგორც ცნობილია, ამომრჩეველთა ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატების გამოყენებით კენჭისყრის ჩატარება გათვალისწინებულია საქართველოს პარლამენტის და საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე, ასევე მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე არჩევნებზე - 10 საარჩევნო ოლქში შექმნილ 117 საარჩევნო უბანზე. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე კი კენჭისყრა გაიმართება საქართველოს პარლამენტის შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნებისთვის 4 საარჩევნო ოლქში შექმნილ 47 საარჩევნო უბანზე.
არჩევნების სახეობისა და პროცედურული სპეციფიკის შესაბამისად, ცესკოს და სწავლების ცენტრის მიერ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის, ამომრჩევლებისა და საარჩევნო პროცესში ჩართული მხარეებისთვის შემუშავებული საინფორმაციო-საწავლო რესურსი ხელმისაწვდომია ბმულებზე:
- საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია საქართველოს პარლამენტის 2023 წლის 29 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის (მოიცავს ინფორმაციას საოლქო საარჩევნო კომისიის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე - როგორც ელექტრონული საშუალებების გამოყენებით, ისე ელექტრონული საშუალებების გამოყენების გარეშე არჩევნების ჩატარების უზრუნველსაყოფად) GEO;
- საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 აპრილის შუალედური და მუნიციპალიტეტის მერის 2023 წლის 29 აპრილის რიგგარეშე არჩევნებისთვის (მოიცავს ინფორმაციას საოლქო საარჩევნო კომისიის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე - როგორც ელექტრონული საშუალებების გამოყენებით, ისე ელექტრონული საშუალებების გამოყენების გარეშე არჩევნების ჩატარების უზრუნველსაყოფად) GEO;
- საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია საქართველოს პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის, მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე არჩევნებისთვის - 2023 წლის 29 აპრილი (განკუთვნილია იმ საარჩევნო უბნებისთვის, სადაც კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ტარდება) GEO;
- საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის და მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე არჩევნებისთვის - 2023 წლის 29 აპრილი (განკუთვნილია იმ საარჩევნო უბნებისთვის, სადაც კენჭისყრა ტარდება ელექტრონული საშუალებების გამოყენების გარეშე) GEO;
- საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სამახსოვრო ინსტრუქცია (განკუთვნილია იმ საარჩევნო უბნებისთვის, სადაც კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ტარდება) GEO;
- საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სამახსოვრო ინსტრუქცია (განკუთვნილია იმ საარჩევნო უბნებისთვის, სადაც კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენების გარეშე ტარდება) GEO;
- საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის სამახსოვრო ინსტრუქცია (განკუთვნილია იმ საარჩევნო უბნებისთვის, სადაც კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენების გარეშე ტარდება) GEO;
- სამახსოვრო ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრისთვის (განკუთვნილია იმ საარჩევნო უბნისთვის, სადაც კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ტარდება) GEO;
- სამახსოვრო ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრისთვის (განკუთვნილია იმ საარჩევნო უბნისთვის, სადაც კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენების გარეშე ტარდება) GEO;
- სამახსოვრო საარჩევნო ყუთის, ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატისა და სპეციალური ჩარჩო-კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრისთვის (განკუთვნილია იმ საარჩევნო უბნისთვის, სადაც კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ტარდება) GEO;
- სამახსოვრო საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრისთვის (განკუთვნილია იმ საარჩევნო უბნისთვის, სადაც კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენების გარეშე ტარდება) GEO;
- სამახსოვრო გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრისთვის/სპეცჯგუფის წევრებისთვის (განკუთვნილია იმ საარჩევნო უბნისთვის, სადაც კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ტარდება) GEO;
- სამახსოვრო გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრისთვის (განკუთვნილია იმ საარჩევნო უბნისთვის, სადაც კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენების გარეშე ტარდება)
- სამახსოვრო ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრისთვის (განკუთვნილია ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატების გამოყენებით კენჭისყრის ჩასატარებლად) GEO;
- სამახსოვრო ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრისთვის (განკუთვნილია იმ საარჩევნო უბნისთვის, სადაც კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენების გარეშე ტარდება) GEO;
- სამახსოვრო ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრისთვის (განკუთვნილია ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატების გამოყენების გარეშე კენჭისყრის გასაგრძელებლად) GEO;
- ამომრჩევლის სამახსოვრო პოსტერი (განკუთვნილია იმ საარჩევნო უბნისთვის, სადაც კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ტარდება) GEO;
- ამომრჩევლის სამახსოვრო პოსტერი (ასახულია ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატების გამოყენების გარეშე კენჭისყრის გაგრძელების პროცესი) GEO;
- ამომრჩევლის სამახსოვრო პოსტერი (განკუთვნილია იმ საარჩევნო უბნისთვის, სადაც კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენების გარეშე ტარდება) GEO;
- საარჩევნო დოკუმენტაციის დალუქვის ამსახველი პოსტერი (განკუთვნილია იმ საარჩევნო უბნებისთვის, სადაც კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ტარდება) GEO;
- საარჩევნო დოკუმენტაციის დალუქვის ამსახველი პოსტერი (განკუთვნილია იმ საარჩევნო უბნებისთვის, სადაც კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენების გარეშე ტარდება) GEO;
- ინსტრუქცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩეველთა არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის ხელშეწყობისთვის (განკუთვნილია იმ საარჩევნო უბნებისთვის, სადაც კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ტარდება) GEO;
- ინსტრუქცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩეველთა არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის ხელშეწყობისთვის (განკუთვნილია იმ საარჩევნო უბნებისთვის, სადაც კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენების გარეშე ტარდება) GEO;
- სასწავლო მოდული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის არჩევნების უსაფრთხოება GEO;
- საარჩევნო უბანზე ფოტოვიდეოგადაღების წესის ამსახველი პოსტერი GEO.
ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნებისთვის, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით, საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე N41 ახალციხის საარჩევნო ოლქში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის, ამომრჩევლებისა და საარჩევნო პროცესში ჩართული მხარეებისთვის მომზადებული საინფორმაციო-სასწავლო რესურსი ითარგმნა ეთნიკური უმცირესობების ენაზე.