საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ტრენინგი გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის

24.04.2023
ბეჭდვა

სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი (სწავლების ცენტრი) სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი ამომრჩევლების მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 აპრილის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფისა და მათი საყოველთაო საარჩევნო უფლების რეალიზების მიზნით, ახორციელებს საინფორმაციო - სასწავლო პროგრამას პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის.

სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული ტრენინგების კონცეფციის შესაბამისად, გადამზადებას გაივლის საუბნო საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობა. მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ  შემდეგ ძირითად საკითხებზე:

  • საარჩევნო უბნის გახსნიდან კენჭისყრის დაწყებამდე პერიოდში საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის საორგანიზაციო უფლებამოსილებები;
  • კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს შორის გასანაწილებელი ფუნქციები და მათი შესრულების ტექნიკა (მათ, შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩევლებისთვის სერვისის განხორციელება, გასათვალისწინებელი საუბრის ეტიკეტი და ქცევის ნორმები);
  • საარჩევნო უბნის დახურვა და კომისიის თავმჯდომარის საორგანიზაციო უფლებამოსილებები ხმის დათვლის პროცედურისთვის მზადების მიმართულებით;
  • ხმების დათვლის პროცესის მიზნით საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს შორის გასანაწილებელი ფუნქციები და მათი შესრულების ტექნიკა;
  • კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენა.

ტრენინგი პრაქტიკულ სწავლებაზე დაფუძნებით წარიმართება, გათვალისწინებულია სხვადასხვა თემატური სავარჯიშოების შესრულება.

სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული ტრენერი ტრენინგს 2023 წლის 25 აპრილს ჩაატარებს. გრაფიკი ხელმისაწვდომია ბმულზე. მასში ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, ინფორმაცია აისახება დაუყოვნებლივ.

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
ივნისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
16
17
1819202122
23242526272829
30      
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia